понедельник, 1 июля 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 1 ივლისი 2013 წელი.

მთვარის 23- დღე 1.07-ის 0.51 სთ.დან 2.07-ის 1.23 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 25- და თხის რქის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი, ნახევრად თევზი, ნახევრად ფრინველი, ნახევრად გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, ყველაფერს ყლაპავს.
მოქმედება:
საკვების შთანთქმა.
სახელწოდება:
ნიანგი მაკკარა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური  სამოგზაუროდ. ცუდია ქორწინებისათვის.
ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების, ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის ცხოვრება.
ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას.
ნიანგის დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა.
მისტიური ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი დღეა განდიდების. დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა, ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს ასამართლებენ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
მძიმე დღეა. დაავადებები ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და  ციური ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები.
23- დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით დებილები ან არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება.
მედიტაცია:
ციხესიმაგრეები, საწვრთნელი ბრძოლები.

მთვარე
 იმყოფება,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში    29.06-ის 17.06 სთ.დან 2.07-ის 1.43 სთ.მდე
პირველ რიგში, გართულებას ექვემდებარება თავის არე, როგორც თავის არის ტრავმები, ასევე ტვინში სისხლის რეგულაცია, შიდა თავის ქალის წნევა და თავის ზოგადი ტკივილები.იძლევა თავის არეში ენერგიის გადამეტებულ დაგროვებას, შემდგომი აღნიშნული გართულებებით. უძილობას და გონებრივი შრომით გადაღლას, თვალების დაავადებების გართულებას.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - ქალწულის  და მორიელის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            სასწორის და ვერძის    ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კირჩხიბის და   თხის რქის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
ღამის და, განსაკუთრებით, დილის 9.25 საათთან ახლოს პერიოდი ენერგიულია, მაგრამ ენერგიის სიჭარბემ შესაძლოა კამათი და საქმეში გაუგებრობა გამოიწვიოს 10-11 საათს შორის( მთვარე მერკურის აპლიკაციური კვადრატი), 12-13 საათიდან დღე დადებითია საქმის წინსვლისათვის.
ზოგადი პლანეტარული ფონი ვენერა სატურნის კვადრატურა შესამჩნევად გაართულებს შემოქმედებით წინსვლას, დიდი წარმატება არ ექნება შემოქმედებით ღონისძიებებს, როგორც შესრულების ხარისხის, ასევე მცირერიცხოვანი დასწრების გამო.
მოიმატებს სევდა და სიყვარულში მერყეობა, 1ივლისის შუადღიდან 2 ივლისის შუადღემდე  პერიოდში მოსალოდნელია კლიმატური ანომალიები მსოფლიო მასშტაბით.
მთლიანობაში დღე, დილის 9-12 საათის გარდა, ზომიერად დადებითია.
                                       . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant




www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий