вторник, 2 июля 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 2 ივლისი 2013 წელი.

მთვარის 24- დღე  2.07-ის 1.23 სთ.დან   3.07-ის 1.57 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
დათვი, შივა.
მოქმედება:
მძიმე ნაბიჯები.
სახელწოდება:
მთა, დათვი, შივა.
მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 
მედიტაცია:
დიდი ნაგებობები, ბუნება.
                                                                             . . .
მთვარე
 იმყოფება,,კუროს'' ზოდიაქოს ნიშანში     2.07-ის 1.43 სთ.დან 4.07-ის 13.21 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ,,ყელის არე’’ და ენდოკრინული სისტემა.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - სასწორის  და მშვილდოსნის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            მორიელის და კუროს    ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და   მერწყულის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
ზოგადი პლანეტარული ფონი ვენერა სატურნის კვადრატურა შესამჩნევად გაართულებს შემოქმედებით წინსვლას, დიდი წარმატება არ ექნება შემოქმედებით ღონისძიებებს, როგორც შესრულების ხარისხის, ასევე მცირერიცხოვანი დასწრების გამო.
მოიმატებს სევდა და სიყვარულში მერყეობა, 1ივლისის შუადღიდან 2 ივლისის საღამომდე  პერიოდში მოსალოდნელია კლიმატური ანომალიები მსოფლიო მასშტაბით.
აგრეთვე, ერთდროულად 2 ივლისს გვაქვს მზე პლუტონის ოპოზიცია, ასეთ დროს მსუფლიოს გადაუვლის საზოგადოების უკმაყოფილება და სხვადასხვა დონია საპროტესტო აქციები. ხშირია, ასეთ დღეებში ასტროლოგიური ცოდნით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი საპროტესტო აქციების ხელოვნურად დაგეგმვა- მოწყობა, ფაქტიურად პროტესტის ინსპირაცია, რათა, რეალური დაპირისპირების ადგილი დაიკავონ და არაფერი უმართავი არ მოხდეს.
ასეთი ასპექტი იმოქმედებს ადამიანების მცირე მასშტაბიან დაპირისპირება აგრესიაზედაც, ასევე კლიმატის გაუარესაბაზე და ციკლონების წარმოშობა განვითარებაზე
მოსალოდნელია ავტო და საჰაერო, ნებისმიერი ტრანსპორტის საშუალებების გახშირებული კატასტროფების სტატისტიკის მატება.
ღამის საათებიდან დაწყებული დღის 11 და 13 საათის მონაკვეთში გართულდება საქმიანი მოლაპარაკებების დადებითად წარმართვა, საერთოდ, საქმეში ხშირი იქნება დაბრკოლება, 16.00 საათთან ახლოს აგრესიის ალბათობა მაღალია. საღამო შედარებით მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ, მთლიანობაში 2 ივლისი პრობლემური გამოდგება, როგორც ურთიერთობასა და საქმეში, ასევე კლიმატური გართულებების გამო. 
საქმის დაწყება, ანდა მნიშვნელოვანი შენაძენისათვის დღე არასახარბიელოა.                                      . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant





www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий