среда, 3 июля 2013 г.

ასტროლოგიური პროგნოზი. 3 ივლისი 2013 წელი.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2013 წლის 27 ოქტომბერს, კვირა დღეს!

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაიგეგმოს კანონის მიხედვით, 2013 წლის ოქტომბრის ბოლო უქმე, კვირა დღეს!!! 
აღნიშნული დღე 27 ოქტომბერია. ამ შემთხვევაში, ქვეყნის პროგრესული განვითარება უცილებლად განხორციელდება. ძირეული რეფორმის დაწყების დღეა.ქვეყნის ძლიერი და დამაჯერებელი წინსვლის პლანეტარული განლაგების მიღწევის დრეა. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები წარმატებით იყენებენ ,,პოლიტიკურ, მუნდანურ ასტროლოგიას'' ქვეყნის წინსვლის დაგეგმვისას.
აღნიშნული დღის, 27 ოქტომბრის, დღის 16 -17 საათზე საქართველოს დროით, უკვე გარკვეული იქნება გამოკითხვებით, ისეთი კანდიდატის ცალსახა გამარჯვება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ჭეშმარიტი სურვილი და მისწრაფება იქნება.
ამ კანონზომიერებიდან გადახვევა და ოქტომბრის თვის ბოლო, სამუშაო დღის დანიშვნა არჩევნების თარიღად, ასტროლოგიური პრინციპებით იქნება გაუმართლებელი და გამოიწვევს არჩევნების პროცესში სერიოზულ ხარვეზებს, გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობებს, ხოლო შემდგომში, შესაბამისად, იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად.
ჩემი დაბეჯითებული თხოვნაა, როგორც ასტროლოგიის ღრმად მცოდნე პიროვნებისაგან, ჩატარდეს არჩევნები ოქტომბრის ბოლო უქმე დღეს, როგორც კანონითაა გათვალისწინებული, ანუ 27 ოქტომბერს, კვირა დღეს. გამარჯვებული კანდიდატის დღე, ფაქტიურად გადამწყვეტია ბედისწერის მხრივ, და აღნიშნულ დღეს მომხდარი გამარჯვება დიდ წარმატებას მოუტანს საქართველოს შემდგომი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
3.07.2013 წელი


მთვარის 25- დღე 3.07-ის 1.57 სთ.დან 4.07-ის 2.34 სთ.მდე 
მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.
მოქმედება:
წარმოსახვა.
სახელწოდება:
ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.
                                                             . . .
მთვარე
 იმყოფება,,კუროს'' ზოდიაქოს ნიშანში     2.07-ის 1.43 სთ.დან 4.07-ის 13.21 სთ.მდე.
პრობლემურია ზოგადად ამ პერიოდში ,,ყელის არე’’ და ენდოკრინული სისტემა.
            აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
             ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
             საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა - სასწორის  და მშვილდოსნის ნიშნებსმაგრამ ბოლოსეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                            მორიელის და კუროს    ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთა  ნ და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება  დადებითი   სიტუაციები.
             ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
              კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და   მერწყულის ზოდიაქოსათვის.
                                                             . . .
დღის დეტალური პროგნოზი:
3 ივლისის ღამის საათებში გრძელდება მზე პლუტონის ოპოზიციით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედება.
დილის 8-9 საათი და 10.30 თან ახლის პერიოდი კრიტიკულია, გაგრძელდება ხელისშემშლელი ფაქტორები, აგრათვე ამინდის ჭირვეულობა. 11-12 საათიდან და შუადღის შემდეგ შუსტად დადებიტია საქმიანობისათვის.
მოლაპარაკებებში ეარმატება 16-17 საათიდან 19-20 საათი კულმინაცია , სუსტად წარმატებულია.
გვიანი საღამო 21-23 საათი ფარდობითად კრიტიკულია და არ ირჩევთ საღამოს მასობრივ ღონისძიებებზე წასვლას, განსაკუთრებით სასმელის, ალკოფოლის გადამეტებულ მიღებას.
დღე არასასურველია ახალი საქმის დასაწყებად.
ზომიერების დაცვა და საქმის პროფესიონალური მიდგომა გეგმიურად შესასრულებელ საქმეში კარგ შედეგს გამოიღებს მაინც 11-12 საათის შემდეგ.

                                     . . .

(აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთრომ ასტროლოგიურ პროგნოზებში მითითებული საათები საქართველოს ადგილობრივი დროით არის და ვისაც უნდა ზუსტი პასუხების მიღება იგივე მოვლენებზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვისსაჭირო იქნება დროის შესაბამისად გადაყვანა ).


* ,,მთვარის დღე'' და მთვარის ახალ ზოდიაქოში შესვლა ხშირად არ ემთხვევა 24 საათის დადგომასახალი დღის დაწყებასამიტომაუცილებელია მივეჩვიოთ პროგნოზის ასეთ დაყოფას,(დიდ გაოცებას იწვევს ჩემშიროდესაცმაგალითად მთვარე დღის 14 საათზე გადადის მშვილდოსანში და ყველგან წერენრომ ეს ,,დღე'' ძლიერ დადებითია ვერძისათვისამ დროსშესაძლებელია 14 საათამდე ყველაფერი საპირისპიროდნეგატიურად განუხორციელდეს აღნიშნულ ნიშანსრადგან 14 საათამდე მთვარეს მორიელის ზოდიაქოს ვიბრაციები ექნებარაც ვერძისათვის არასახარბიელოა). იგივე ეხება, ,,მთვარის დღის'' საათებსაუცილებელია ამ საკითხის გათვალისწინება.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Skype: astrokonsultant






www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий