вторник, 10 сентября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 11 სექტემბერი 2013 წელი.

მთვარის მე-7 დღე 11.09-ის 12.47 სთ.დან 12.09-ის 13.49 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:
სუნთქვა.


მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოს ნიშანში    11.09-ის 10.35 სთ.დან  13.09-ის 13.58 სთ.მდე
პრობლემურია ღვიძლი, აგრეთვე თეძოების, ხერხემლის ქვედა ნაწილი.

           
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.

             
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის  ზოდიაქოს.
             
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის  ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                           სასწორის და ტყუპების  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან  და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი   სიტუაციები.

             
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
ფონი ისევ უარყოფითია. მარსი რახუს კვადრატურა 11 სექტემბრის 5.23 საათზე მოიცავს მთელ დღეს, მარსი მზის ნონაგონი, პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის ტალღა გადაივლის მსოფლიოსი. სახეზე იქნება  აგრესიული, საომარი და კონფლიქტური მდგომარეობები.
ყოფით დონეზე, სესაზლოა აგრესიის და კამატის სედეგად, საჭირო გამარჯვებას მიაღწიონ გარკვეულმა პიროვნებებმა, ანდა ჯგუფებმა, რადგანაც, მთვარის დღეც ძალების გამოღვიძებისაკენ მიგვითითებს.
ღამის 4 საათთან ახლოს დიდია კატასტროფების ალნათობა.
10.35 საათზე მთვარე გადადის ,,მშვილდოსანში’’, ამ მოვლენას ასტროლოგები ვუწოდებთ ,,მიმართულება დაკარგულ მთვარეს’’, რაც მიჩნეულია კრიტიკულ მოვლენად და იწვევს ნეგატიურ მოვლენებს, 3-4 საათით წინ და შემდეგ. შედარებითი სტაბილურობა 11 სექტემბრისათვის გვექნება 16-17 საათიდან გვიან საღამომდე.



გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili


Skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий