четверг, 12 сентября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი.12 სექტემბერი 2013 წელი.

მთვარის მე-8 დღე 12.09-ის 13.41 სთ,დან 13.09-ის 14.46 სთ,მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 25- და კირჩხიბის მე-6 გრადუსი.
სიმბოლო:
ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს.
მოქმედება:
ტრანსფორმირება.
სახელწოდება:
ფენიქსი, განძის ზარდახშა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.
მისტიური ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, განსაკუთრებით რთულის, რომლებიც შეიცავს 108 და 72 კომპონენტს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.
მედიტაცია:
ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.


მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოს ნიშანში    11.09-ის 10.35 სთ.დან  13.09-ის 13.58 სთ.მდე
პრობლემურია ღვიძლი, აგრეთვე თეძოების, ხერხემლის ქვედა ნაწილი.

           
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.

             
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის  ზოდიაქოს.
             
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის  ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                           სასწორის და ტყუპების  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან  და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი   სიტუაციები.

             
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
12 სექტემბრის პირველი ნახევარი, 11-12 საათამდე კრიტიკულია, ღამის საათებიდან, კულმინაცია 6-7 საათზე შესაზლებელია ამინდის გაუარესება. კონფლიქტები, როგორც საერთაშორისო დონის, აგრეთვე საზოგადოებაში კონფლიქტურობა და აგრესიის ხშირი გამოვლინებები. მოიმატებს აღნიშნულ პერიოდში კატასტროფების ალბათობა,
დღის მეორე ნახევარი ზომიერად დადებითია. სათამოს 21.15 საათთან ახლოს (მთვარე და მზის კვადრატურა) პრობლემური იქნება საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა, აგრეთვე შვილების და მშობლების ურთიერთობასი კონფლიქტური საათებია. ოფიციოზთან რიგითი მოქალაქეების დამიკიდებულებაც კრიტიკული იქნება.
 საღამოს ,აღნიშნულ საათთან ახლოს, მოსალოდნელია უამინდობა.


გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili

Skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий