მთვარის მე-14 დღე 18.09-ის
18.09 სთ.დან 19.09-ის 18.47 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
საყვირი.
|
|
მოქმედება:
|
გამოწვევა.
|
|
სახელწოდება:
|
საყვირი, ხეობა.
|
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.
მთვარის მე-15 დღე 19.09-ის 18.47 სთ.დან
20.09-ის 19.20 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
|
|
მოქმედება:
|
ცდუნება.
|
|
სახელწოდება:
|
გველი, ტურა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴ ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,თევზების'' ზოდიაქოს ნიშანში 17.09-ის 17.58 სთ.დან 19.09-ის 20.58 სთ.მდე პრობლემურია კანი, შლაკების გამოყოფა, ორგანიზმის დაქვემდებარება გაციებისადმი და ფეხის ტერფების სხვადასხვა გართულებები
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თხის რქის და კუროს ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასწორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:საერთო ფონი კრიტიკულია. ღამის საათებსი ვენერა სატურნის შეერთება იწვევს საერთო უხასიათობას, მიდრეკილებას გაციებისაკენ, სუსტი ამტანობის გამოვლინებები ხშირი იქნება, სახეზეა და გაგრძელდება უამინდობა.
15.12
საათზე სრული სავსე მთვარეობაა, რაც აღნისნულ დღეს( თვით 2-3 დღეს გაზრდის
ნერვულ-ფსიქიკურ აშლილობას, აგრეთვე გულის და არტერიული წნების მომატებას ვისაც ეს
პრობლემები აწუხებს.
18-19
საათზე სახიფათოა აგრესიის და სხეულის დაზიანებების მხრივ.
მათთვის,
ვინც თავისი საქმის პროფესიუნალია დღე გამოდგება რთული, მაგრამ დადებითი.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Комментариев нет:
Отправить комментарий