მთვარის მე-15 დღე 19.09-ის 18.47 სთ.დან 20.09-ის 19.20 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
|
მოქმედება:
|
ცდუნება.
|
სახელწოდება:
|
გველი, ტურა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისადა ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველიაქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა,რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლისდაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგებაროგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არშეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არმიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორულიფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშაჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებულიარიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები.გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიანდაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს.სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველიარსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის'' ზოდიაქოს ნიშანში 19.09-ის 20.58 სთ.დან 22.09-ის 2.33 სთ.მდე პრობლემურია თავის არე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის პირველი ნახევარი დადებითია.
16.15 საათი კულმინაცია, დაწყებული 13 საათიდან 19 საათამდე მთვარე ურანის შეერთება გამოიწვევს ამინდის მკვეტრ ცვლილებას აგრეთვე მოიმატებს აფეთქებების კატასტროფების ალბათობა. ხარვეზებით იმუშავებს ელექტრო და ტელესაკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული სისტემები, მანქანის კომპიურეტული და ელექტრო სისტემების დროებიტი ხარვეზებიტ მუშაოვა აღნისნულ საათებსი, ტიპიური მოვლენაა, გვიანი საღამო შედარებით დადებითია.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий