მთვარის 23-ე დღე 28.09-ის 0.17 სთ.დან 29.09-ის 1.12 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მშვილდოსნის 25-ე და
თხის რქის მე-6 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი,
ნახევრად
თევზი, ნახევრად ფრინველი,
ნახევრად
გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს,
ყველაფერს
ყლაპავს.
|
|
მოქმედება:
|
საკვების შთანთქმა.
|
|
სახელწოდება:
|
ნიანგი მაკკარა.
|
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური სამოგზაუროდ. ცუდია ქორწინებისათვის.
ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების, ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის ცხოვრება.
ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას.
ნიანგის დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა.
მისტიური
ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის “მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი
დღეა განდიდების. დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა, ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღეა.
სოციალური
ზეგავლენა:
ძლიერ უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს ასამართლებენ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
მძიმე დღეა. დაავადებები ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება.
ამ
დღეს
დაბადებულ
ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და ციური ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები.
23-ე დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით დებილები ან არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება.
მედიტაცია:
ციხესიმაგრეები,
საწვრთნელი ბრძოლები.
მთვარე გადავიდა ,,კირჩხიბის’’
ზოდიაქოში 26.09-ის 22.24 სთ.დან 29.09-ის 11.57 სთ.მდე
პრობლემურია კუჭი და
მომნელებელი სისტემის პრობლემები. მოსალოდნელია ისტერიულობა, მთვარე ვისაც
დაზიანებული აქვს დაბადების ჰოროსკოპში, ,,ზარალიანი მთვარე’’ , განსაკუთრებით ბოლო
მეოთხედში (21-29 მთვარის დღის დიაპაზონი).
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ესპერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
.კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდებადადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
28 სექტემბერი შეიცავს
საკმაოდ კრიტიკულ პლანეტარულ ვიბრაციებს, ზუსტი კვადრატურა ვენერა მარსს შორის,
სააგამოს საათებში გამოიწვევს უხასიათობას, კამატის და ურთიერთგაუგებრობის
ტენდენციებს როგორც მასშტაბურად, მსოფლიო დონეზე ურთიერტობებსი, ასევე ნებისმიერ
სეგმენტსი, მოსალოდნელია კლიმატური ანომალიები, 28-29 სექტემბერს.
მაგრამ, 13 საათი
კულმინაცია, დილის 9-10 საათიდან საგრძნობი
იქნება საქმეში გამართლების
ტენდენცია ნებისმიერ სფეროში., მთვარე იუპიტერის შეერთება, 16-17 საათამდე,
საღამო შედარებით დაძაბულია.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий