воскресенье, 29 сентября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 29 სექტემბერი 2013 წელი.

მთვარის 24- დღე  29.09-ის 1.12 სთ.დან 30.09-ის 2.09 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
დათვი, შივა.
მოქმედება:
მძიმე ნაბიჯები.
სახელწოდება:
მთა, დათვი, შივა.
მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 
მედიტაცია:
დიდი ნაგებობები, ბუნება.

მთვარე გადადის ,,ლომის’’ ზოდიაქოში 29.09-ის 11.57 სთ.დან 1.10-ის 22.52 სთ.მდე.
პრობლემურია გული და გუსისხლძარღვთა სისტემა.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის  ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
.ლომის  და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
29 სექტემბრის  12 საათისათვის მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს და გადადის ლომის ნიშანში. გარდამავალი პერიოდი ყოველთვის აღინიშნება აგრესიულობის მომატებით და , შესაბამისად კატასტროფების სტატისტიკა მოიმატებს. 9 საათიდან 14 საათამდე საჭიროა თავი სევიკავოთ ყოველგვარი სარისკო წამოწყებების და შორს მგზავრობისაგან. ამასთან ერთად, 11.30 საათზე გვაქვს მთვარე მერკურის კვადრატურა, რას კიდევ ამძაფრებს 12 საათთან ახლოს პერიოდს, აგრესია, კამათი, კომერციული და ნებისმიერი სახის მოლაპარაკებების ჩასლა დამახასიათებელი იქნება აღნისნული საათებისათვის.
13.30 და 14 საათიდან დღე ზომიერად დადებითია, ხოლო, გვიანი საღამო დადებითი პლანეტარული ვიბრაციებითაა მოცული (მთვარე მზის სექსტილი 24 საათტან ახლოს).
ახალი საქმის დასაწყებად დადებითია 14 საათიდან პერიოდი დღის ბოლომდე.


გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274


Facebook: beso beciashvili





Комментариев нет:

Отправить комментарий