вторник, 1 октября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 1 ოქტომბერი 2013 წელი.

მთვარის 26- დღე 1.10-ის 3.07 სთ.დან 2.10-ის 4.07 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:
ჭაობი, ბაყაყი.

მოქმედება:
ყბედობა.

სახელწოდება:
ჭაობი, ბაყაყი. ბაყაყი, ისევე როგორც გველი არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა, რომელსაც არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის, ვინაიდან მას ელის საკუთარი მიღწევეებით ცრუ განდიდების დაუფლება.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26- დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.
მისტიური ზეგავლენა:
მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.
26- დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.
თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.
თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას  ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:   -
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.
მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.

მთვარე გადადის ,,ლომის’’ ზოდიაქოში 29.09-ის 11.57 სთ.დან 1.10-ის 22.52 სთ.მდე.
პრობლემურია გული და გუსისხლძარღვთა სისტემა.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
.ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:

1 ოქტომბრის ღამის საათები, კულმინაცია 5.50 შედარებით ზლიერი გეომაგნიტურობით გამიურჩევა (მთვარე მარსის შეერთება ), დაწყებული ღამის 1-2 საათიდან, დილის 7-8 საათამდე გამოიწვევს ენერგიის მომატებას, ხსირ შემთხვევასი დადებითს, მაგრამ, მოსალოდნელია ტრავმების და კატასტროფების, ხანძრის მომეტებული სტატისტუკა, აგრესიის გამოვლინებები, დაჩრა, სხეულის დაზიანება ადამიანის ხელით მიყენებული. უზილობა ; ვისაც გულსისხლზარღვთა პრობლემა აწუხებს, განსაკუთრებით მათთვის შეიქმნება კრიტიკული მდგომარეობები. აღნიშნულ ღამის საათენში ეცადეთ ნაკლებად მოიხმაროთ აკლოფოლი.
მსოფლიოს ბევრ რეგიონსი დაფიქსირდება ქარის მომატება და ამინდის გაუარესება.
დილის 9 საათთან ახლოს საათებიც მოცულია უხასიათობით და საქმესი ხელის შეშლის პლანეტარული გამოსხივებით (მთვარე ვენერას კვადრატურა).
შემდეგი საათები, სედარებით დადებითია, კრიტიკულია 15 საათთან ახლოს პერიოდი, მოიმატებს ტრავმების და ელექტროტრავმების მომატებით. აგრეთვე ელექტროსაკომუნიკაციო სისტემების სეფერხებებით, ხარვეზებით.
17 საათიდან 21-22 საათამდე დადებითია, ხოლო 23 საათზე მთვარე გადადის ქალწულის ზოდიაქოში, რაც თავისთავად კრიტიკული მოვლენაა და საჭიროა მოვერიდოთ კონფლიქტებს და სარისკო საქმიანობას, აგრეთვე  სათიროა, გვიან საღამოს შევზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება.
ფაქტიურად 1-და 2 ოქტომბერი კრიტიკული დღეებია და საზოგადოების მხრიდან მასობრივი პროტესტების გამოხათვა მოფყვება მსოფლიო მასშტაბით, ასევე სახეზე იქნება კლიმატური გართულებები.
მოსალოდნელია მათალი გეომაგნიტურობა, რაც უარყოფითად აისახება გულსისხლზარღვთა დაავადევის მიდრეკილების პიროვნებებთან, მათ ვირჩევ მინიმუმამდე შეამცირონ აქტიურობა, მოახდინონ წინასწარი ჯანმრტელობის კონტროლი.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274


Facebook: beso beciashvili




skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий