მთვარის 27-ე დღე 2.10-ის 4.07 სთ.დან 3.10-ის 5.09 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
|
მოქმედება:
|
ძიება.
|
|
სახელწოდება:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ჴ ლოთები, ნარკომანები. 27-ე დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ “გაცხრილონ” მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე გადადის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოში 1.10-ის 22.52 სთ.დან 4.10-ის 7.00 სთ.მდე
პრობლემურია ნაწლავური
სისტემა..
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
2 ოქტომბერი რთული დღეა, მაგრამ 12 საათიდან 18 საათამდე
დიაპაზონი საქმიანია და ფარდობითად სტაბილურო.
საღამოც ზომიერად დადებითია.
ახალი საქმის დაწყებისათვის 2
ოქტომბერი და უახლოესი დღეები 5 ოქტომბრის შემდგომ პერიოდამდე არ არის წარმატებული
ფაქტიურად 1-და 2 -3 ოქტომბერი
კრიტიკული დღეებია და საზოგადოების მხრიდან მასობრივი პროტესტის გამოხატვა
მოფყვება მსოფლიო მასშტაბით, ასევე, სახეზე იქნება კლიმატური გართულებები,
ანომალიები.
მოსალოდნელია მაღალი
გეომაგნიტურობა, რაც უარყოფითად აისახება გულსისხლძარღვთა დაავადების მიდრეკილების
პიროვნებებთან, მათ ვურჩევ მინიმუმამდე შეამცირონ აქტიურობა, მოახდინონ წინასწარი
ჯანმრტელობის კონტროლი.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
Комментариев нет:
Отправить комментарий