четверг, 24 октября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 24 ოქტომბერი 2013 წელი.


მთვარის მე-20 დღე 23.10-ის 21.16 სთ.დან 24.10-ის 22.08 სთმდე მოქმედებს.

 

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.

ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.

არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.

სოციალური ზეგავლენა:

კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ბევრ ენერგიას დაკარგავთ.

მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.

მედიტაცია:

ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.

მთვარე აივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს  24.10-ის 7.36 სთ. დან 26.10-ის 20.11 სთ.მდე.

პრობლემურია კუჭი და მთლიანი მომნელებელი სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.

საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.

კირჩხიბის და ღხის რქის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.


დღის დეტალური პროგნოზ:

24 ოქტომბერი მთლიანობაში დადებითია, მთვარის მე-20დღე და პლანეტარული ვიბრაციები ერთდროულად წარმატების მიღწევის სერიოზულ წინაპირობას ქმნის ნებისმიერ საქმეში. თავისთავად იგულისხმება, რომ საქმე პროფესიონალის ხელში უნდა იყოს.

დილის 7.30 საათთან ახლოს პერიოდი კრიტიკულია, მთვარე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოში. მაგრამ, მალევე, 8.30 საათიდან , კულმინაცია 9.30 საათზე და შემდგომი 2-3 საათი წარმატებულია.
 აგრეთვე, დადებითია საქმის წამოწყებისათვის, ოფიციოზთან, ხელმზღვანელობასთან ურთიერთობისათვის.

11-13 საათს შორის აგრეთვე დადებითი ასპექტია მთვარე ნეპტუნთან, მაგრამ შესაძლოა ნაკლებ დიპლომატიური იყოს იგივე საათები, თუ სიფრთხილე არ გამოვიჩინეთ, და კინფლიქტებიც ახლდეს თან.

17-19 საათს შორის მეტი ენერგიულობით იქნება ყველა დამუხტული. ხოლო საღამო, და განსაკუთრებით, 21-23 საათი დადებითია, მთვარე რახუს ტრიგონის კეთილისმყოფელი გავლენის გამო.

წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!

მობ: 5 93 215274

Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий