მთვარის 21-ე დღე 25.10-ის 23.01 სთ.დან 26.10-ის 23.57სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მშვილდოსნის 1-ლი და
მე-12 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ცხენი.
|
|
მოქმედება:
|
ამაღლება.
|
|
სახელწოდება:
|
ტაძარი,
ტაძრის აგური,
ცხენების
რემა.
|
აღმავლობისა
და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება,
გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური
ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21-ე დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი ჴ სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:
სხეულის
ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
მთვარე გაივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს 24.10-ის 7.36 სთ.
დან 26.10-ის 20.11 სთ.მდე.
პრობლემურია კუჭი და მთლიანი
მომნელებელი სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კირჩხიბის და ღხის რქის
ზოდიაქოსათვის
მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის დეტალური პროგნოზი:
25 დადებითია, 17-18 საათთან
კულმინაცია, დაწყებული დილის 11-12 საათიდან საღამომდე მოქმედებას მთვარე
იუპიტერის შეერთება. ნებისმიერ საქმესი წარმატება მოიმატებს, კარგია ახალი საქმის
დაწყება.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий