пятница, 1 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 1 ნოემბერი 2013 წელი.


მთვარის 28- დღე 1.11-ის 4.59 სთ.დან 2.11-ის 6.05 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო:
ლოტოსი.
მოქმედება:
წყალობა.
სახელწოდება:
ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს მიწიერი საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:
იდეალები, სანთელი.

მთვარე აივლის ,,სასწორის’’ ზოდიაქოს    31.10-ის 16.22 სთ.დან 2.11-ის 21.35 სთ.მდე

პრობლემურია თირლმელები და წელის დაბლითა ნაწილი. აგრეთვე, შესაზლებელია კუჭის და ნერვულ-ფსიქიური პრობლემები.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება თევზების და კუროს ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.



სასწორის  და ვერძის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც

დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
1 ნოემბბერი ზომიერად დადებითი, იმ შემთხვევასი თუ საქმე პროფესიონალის მიერ იქნება გაკეთებული. მზის დაბნელების გასვლამდე, 5 ნოემბერს გეკატის დღეების დამთავრებამდე, არასასურველია ახალი და დიდი საქმის წამოწყება.

დაწყებული 29-ის ღამიდან ისევ დაფიქსირდება მაღალი გეომაგნიტურობა, შესაზლოა მზეზე აფეტქებების გახშირება ასეთი პლანეტარული განლაგების დროს 3-4 ნოემბრის ჩათვლით.

 ზუსტი კვადრატურა ურანსა და პლუტონს შორის 1 ნოემბერს, განსაკუთრებით 3 ნოემბრის ახალი მთვარის პერიოდს, რომელიც ნაწილობრივი მზის დაბნელებით იქნება, კრიტიკულს ხდის. დაიძაბება საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში დაიძაბა.
კლიმატის ჭირვეულობებიც, ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
ნებისმიერ საზოგადოების სეგმენტში, ეს იქნება დიდი სახელმწიფოები თუ პატარა დაწესებულება, ანდა ოჯახი ,სახეზე იქნება აგრესიის გამოხატულება, როგორც შიდა ურთიერთობებში, ასევე, გარე ძალებთან.

გართულებულია უკვე 18 ოქტომბრის სავსე მთვარიდან დაწყებული ჯანმრთელობის დარღვევები და გაგრძელდება 3 ნოემბრის პერიოდისათვის.

28-29 ოქტომბერი , და შემდგომი დღეებიც 5-6 ნოემბრამდე მომატებული გეომაგნიტურობის დღეებია, ამიტომ, ვისაც პრობლემები აქვს გულსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ზედმიწევნითი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ეს ეხება, აგრეთვე ტვინში სისხლის რეგულაციის დარღვევების კონტროლსაც.


წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!


მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili

skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий