მთვარის 29-ე დღე 2.11-ის 6.05 სთ.დან 3.011-ის 7.14 სთ.მდე მოქმედებს. ხვალ, 3 ნოემბერს
ნაწილობრივი მზის დაბნელაბაა 16.49 სთ.ზე
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
პლუტონი. თევზების მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
|
მოქმედება:
|
პანიკა.
|
|
სახელწოდება:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არა
მთვარე გაივლის ,,სასწორის’’ ზოდიაქოს 31.10-ის 16.22 სთ.დან 2.11-ის 21.35 სთ.მდე
პრობლემურია თირლმელები და
წელის დაბლითა ნაწილი. აგრეთვე, შესაზლებელია კუჭის და ნერვულ-ფსიქიური პრობლემები.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება თევზების და კუროს ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
სასწორის და ვერძის
ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც
დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის დეტალური პროგნოზი:
2 ნოემბერი რთული და მძიმე დღე
იქნება, არავითარი ახალი საქმის დაწყება არაა რეკომენდებული, ყოველდღიური,
აუცილებელი საქმის გარდა.
საღამოს 21-22 საათთან ახლოს
მეტი სიფრთხილე გვმართებს, რადგან, მთვარე გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში. 23
საათიდან, 3 ნოემბრის ღამის 1-3 საათს შორის მთვარე ნეპტუნის ტრიგონი ბევრი
ადამიანისათვის დადებითი მოვლენების მომტანი აღმოჩნდება. აღნიშნულ საათებს ახლავს
შემოქმედებითი და ინტუიტიური ხედვის მოულოდნელი გამოვლინებები, რაც ცხოვრების
გაურკვეველ სიტუაციებს ბევრი ადამიანისათვის ნათელს და ადვილად მოსაგვარებელს
გახდის, საჭიროა აღნიშნული საათების ინტუიციურად დანახულ თემებს და
გადაწყვეტილებებს ვენდოთ და ცხოვრებაში განვახორციელოთ.
. . .
დაწყებული 29-ის ღამიდან ისევ
დაფიქსირდება მაღალი გეომაგნიტურობა, შესაზლოა მზეზე აფეტქებების გახშირება ასეთი
პლანეტარული განლაგების დროს 3-4 ნოემბრის ჩათვლით.
ზუსტი კვადრატურა ურანსა
და პლუტონს შორის 1 ნოემბერს, განსაკუთრებით 3 ნოემბრის
ახალი მთვარის პერიოდს, რომელიც ნაწილობრივი მზის დაბნელებით იქნება, კრიტიკულს
ხდის. დაიძაბება საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის
დასაწყისში დაიძაბა.
კლიმატის ჭირვეულობებიც, ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
კლიმატის ჭირვეულობებიც, ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
ნებისმიერ საზოგადოების
სეგმენტში, ეს იქნება დიდი სახელმწიფოები თუ პატარა დაწესებულება, ანდა ოჯახი ,სახეზე იქნება აგრესიის გამოხატულება,
როგორც შიდა ურთიერთობებში, ასევე, გარე ძალებთან.
გართულებულია უკვე 18
ოქტომბრის სავსე მთვარიდან დაწყებული ჯანმრთელობის დარღვევები და გაგრძელდება 3
ნოემბრის პერიოდისათვის.
28-29 ოქტომბერი , და შემდგომი
დღეებიც 5-6 ნოემბრამდე მომატებული გეომაგნიტურობის დღეებია, ამიტომ, ვისაც
პრობლემები აქვს გულსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ზედმიწევნითი სიფრთხილის
გამოჩენა მართებთ. ეს ეხება, აგრეთვე ტვინში სისხლის რეგულაციის დარღვევების
კონტროლსაც.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
facebook: beso beciashvili
skype:
astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий