მთვარის მე-2 დღე 4.11-ის 8.23 სთ.დან
5.11-ის 9.30 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
ვერძის მე-13 და
24-ე გრადუსები
|
|
სიმბოლო:
|
გზა,
პირი
|
|
მოქმედება:
|
მოთხოვნილება
|
|
სახელწოდება:
|
დიდი თევზი,
ყბა.
|
მთვარის
მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს “ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური
ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო
თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.
მთვარე გაივლის ,,მორიელის’’ ზოდიაქოს 2.11-ის 21.35 სთ.დან 5.11-ის 0.14 სთ.მდე.
პრობლემურია შარდსასქესო
სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ვერძის და ტყუპების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს
ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის დეტალური პროგნოზი:
4 ნოემბერი სუსტად დადებითია.
მთვარე რჩება დადებით განლაგებაში იუპიტერთან, რაც საქმის წინსვლის და
გამართლებისათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
. . .
დაწყებული 29-ის ღამიდან ისევ
დაფიქსირდება მაღალი გეომაგნიტურობა, შესაზლოა მზეზე აფეტქებების გახშირება ასეთი
პლანეტარული განლაგების დროს 3-4 ნოემბრის ჩათვლით.
ზუსტი კვადრატურა ურანსა
და პლუტონს შორის 1 ნოემბერს, განსაკუთრებით 3 ნოემბრის
ახალი მთვარის პერიოდს, რომელიც ნაწილობრივი მზის დაბნელებით იქნება, კრიტიკულს
ხდის. დაიძაბება საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის
დასაწყისში დაიძაბა.
კლიმატის ჭირვეულობებიც, ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
კლიმატის ჭირვეულობებიც, ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
ნებისმიერ საზოგადოების
სეგმენტში, ეს იქნება დიდი სახელმწიფოები თუ პატარა დაწესებულება, ანდა ოჯახი ,სახეზე იქნება აგრესიის გამოხატულება,
როგორც შიდა ურთიერთობებში, ასევე, გარე ძალებთან.
გართულებულია უკვე 18
ოქტომბრის სავსე მთვარიდან დაწყებული ჯანმრთელობის დარღვევები და გაგრძელდება 3
ნოემბრის პერიოდისათვის.
28-29 ოქტომბერი , და შემდგომი
დღეებიც 5-6 ნოემბრამდე მომატებული გეომაგნიტურობის დღეებია, ამიტომ, ვისაც
პრობლემები აქვს გულსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ზედმიწევნითი სიფრთხილის
გამოჩენა მართებთ. ეს ეხება, აგრეთვე ტვინში სისხლის რეგულაციის დარღვევების კონტროლსაც.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий