вторник, 5 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 5 ნოემბერი 2013 წელი.

მთვარის მე-3 დღე  5.11-ის 9.30 სთ.დან 6.11-ის 10.33-სთ.მდე მოქმოდებს.
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება:
ბრძოლა.
სახელწოდება:
ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.



მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს      5.11-ის 0.14 სთ.დან 7.11-ის 21.44 სთ.მდე

პრობლემურია წელის არე და მეჯები, მეტია ალბათობა ტრავმების, აგრეთვე, გადამეტებული კვების გამო ზარალდება ღვიძლი.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კუროს და კირჩხიბის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის  და ტყუპების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
5 ნოემბერი დადებითია, დამთავრდა ,,გეკატის დღეები’’ (ბნელი, უმთვარო ღამეები), მზის ჩასვლის შემდეგ, დასავლეთით ცაზე ჩნდება ,,ნამგალა მთვარე’’. ყველა ვიგრძნობთ ამ დადებითი მოვლენის ვიბრაციების კეთილისმყოფელ გავლენას.
15.36 საათზე მთვარე ურანის ტრიგონი გამოიწვებს 2-4 საათის დიაპაზონში დაუგეგმავ წარმატებას ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. დიდმასშტაბიანი პოლიტიკური გადაუჭრელი სიტუაციებს თავისი დადებითი, მოულოდნელი გადაწყვეტა გამოუჩნდება, იგივე ხელწერით ,,განიმუხტება დაძაბულობა’’ საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში.
საღამოს 20.30 საათისათვის აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ ტრავმებსა და ავტოკატასტროფების მიმართ, გაზრდილი იქნება აგრესიის გამოხატვის და, ზოგადად, კრიტიკული სიტუაციების სტატისტიკა.
გვიანი საღამო დადებითია.

წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!


მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий