среда, 11 декабря 2013 г.

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013წელი.

                                                            


გაითვალისწინეთ, 13.55 საათამდე მთვარის მე-9 ნეგატიური დღეა!
მთვარის მე-10 დღე 11.12-ის 13.55 სთ.დან 12.12-ის 14.27 სთ.მდე მოქმედება.
სიმბოლური შესატყვისება: კირჩხიბის მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება: გამარჯვება.
სახელწოდება: ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი ჴ არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს. 
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.

მთვარე გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს 10.12-ის 17.05 სთ.დან 13.12-ის 0.40 სთ.მდე
პრობლემურია თავის არე, მომატებულია თავის და, საერთოდ , სხეულის დაჭრის, ტრავმების, კატასტროფების ალბათობა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.

ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.

ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთანდაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.

მარსი გადავიდა ,,სასწორის’’ ზოდიაქოში ა.წ. 8 დეკემბერს 2014 წლის 27 ივლისამდე. აღნიშნული ხანგრძლივობა, ტიპიური დაახლოვებით თვე ნახევის მაგივრად, გამოწვეულია ამ პერიოდში მისი რეტროგრადულობის გამო, ,,უკან მოძრაობის გამო, რომელსაც იწყებს 22 თებერვალს და ისევ ,,დირექტულ’’ სწორ მოძრაობაზე გადავა20 მაისს,
თავად მარსი ,,სასწორში’’ ,,გარიყვაშია’’ მისთვის ეს ზოდიაქო არ არის სახარბიელო, არც პირად ჰოროსკოპში, არც ტრანზიტული, როდესაც სხვა პლანეტებთან ერთად მოქმედებს კომბინაციაში და ერთიან ტენდენციებს ქმნის კაცობრიობის ცხოვრებაში.
მარსის მეორე სახელი ,,ომის ღმერთი’’, მის აგრესიულ ზემოქმედებაზე მიგვითითებს.
პირველად სასწორში შესული მარსი ურანს ოპოზიციას გაუკეთებს 25-26 დეკემბერს 2013 წლის, აგრეთვე კრიტიკული ასპექტები ექნება 1 და 3 იანვრის დიაპაზონსი; და 9-10 იანვარს
მეორედ, 2014 წლის 24 აპრილს და ახლოს დღეებში გამოიწვევს დიდ დაძაბულობას საერთაშორისო ურთიერთობებსა და აგრეთვე, თვითოეული ადამიანის ცხოვრებაში. დიდი ალბათობაა მოწმე გავხდეთ დედამიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებების და სტიქიური ანომალიების.
საჭოროა ამ 2014 წლის ახალი წლის დღეებში მინიმუმამდე შევამციროთ შორს მგზავროვა და მინიმუმამდე დავიყვანოტ ალკოჰოლის მიღება, განსაკუთრებით მათ, ვისაც პრობლემები აქვს ჯანმრთელობაზე. 1 იანვარს , ისედაც დაძაბული გეომაგნიტურობაა, რადგან ახალი მთვარის 1-ლი დღეა. ზუსტი ახალი მტვარე 15.14 საათზე იქნება. იგივე 1 იანვარს მარსი მერკურის კვადრატურა გამოიწვევს კამათის და აგრესიის ხშირ გამოვლინებებს.
მათ, ვინც აღნიშნულ ინფორმაციას და პლანეტების ვიბრაციების დედამიწაზე ზეგავლენას ბოლომდე გაითვალისწინებს, დანამდვილებით ვიცი, უსაფრთხო და ბედნიერი ახალი წელი ექნება.
მარსი სასწორის ზოდიაქოში ენერგიას და წარმატებას მოუტანს ,,მერწყულის’’ და ,,ტყუპების’’ ზოდიაქოს, აგრეთვე, ზომიერ წარმატებას ,,მშვილდოსნის.. და ,,ლომის’’ ნიშნებს.
კრიტიკულია მარსი ,,სასწორის’’ ზოდიაქოში ,,თხის რქის’’ და ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს ნიშნებისათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
11 დეკემბრის დილის 9 საათთან ახლოს მოსალოდნელია ელექტრო და ტელესაკომუნიკაციო სისტემებში ხარვეზები, აგრეთვე, სხვადასხვა სირტულის პრობლემები ელექტრო სადგურებზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე, რაც, გამოწვეული იქნება, როგორცშესაძლო დივერსიებით. აგრეთვე ამინდის მსოფლიო მასშტაბის გაუარესებით.
12014 საათიცარასახარბიელოა საზოგადიების უსაფრთხოებისათვის.
დღის მეორე ნახევარი დადებითია 14-15 საათიდან, და გაცილებით წარმატებული გვიანი საღამო და 12 დეკემბრის ღამისდადილისსაათები, რადგან მთვარე ვერძისზოდიაქოდან ტრიგონსაკეტებს მშვილდოსნის მზესტან. აღნიშნული პერიოდი ბევრ დაძაბულობას გაანეიტრალებს დადადებითად შემოაბრუნებს, რაც ბოლო დღეებში დაგროვდა.


პატივისცემით, ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274

Facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultan

Комментариев нет:

Отправить комментарий