четверг, 12 декабря 2013 г.

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი.

                                                         


მთვარის 11-ე დღე 12.12 ის 14.27 სთ.დან 13.12 ის 15.00 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება: ლომის 1 და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი.
მოქმედება: პროფესიონალიზმი.
სახელწოდება: გვირგვინი, ხმალი, ლაბირინთი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის, საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის, ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად. 
მისტიური ზეგავლენა:
უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ.
თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე გაფრთხილებთ. არ არის რეკომენდირებული მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება).
სოციალური ზეგავლენა:
არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ არის).
სამედიცინო თვალსაზრისით:
აუწერელი მოულოდნელობების დღეა. ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია. დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის.
კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება. 
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი. 
მედიტაცია:
სხეულის შინაგანი პროცესები.
მთვარე გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს 10.12-ის 17.05 სთ.დან 13.12-ის 0.40 სთ.მდე
პრობლემურია თავის არე, მომატებულია თავის და, საერთოდ , სხეულის დაჭრის, ტრავმების, კატასტროფების ალბათობა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.

ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.

ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთანდაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური ასტროპროგნოზი:
12 დეკემბერი დადებითია. შედარებითი უხასიათობის საათებია,19-20, 21 საათების პერიოდი, მთვარე ვენერას კვადრატურა. გვიანი სათამო დადებითია.

პატივისცემით, ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274

Facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultan

Комментариев нет:

Отправить комментарий