მთვარის მე-18 დღე 19.12-ის 19.39 სთ.დან 20.12-ის 20.35 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
სარკე, ყინული, მაიმუნი.
|
მოქმედება:
|
განწმენდა.
|
სახელწოდება:
|
სარკე, ყინული,.
|
პასიური
დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი მრუდეს, მეორენი სწორს და სუფთას, მესამეთ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური
ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია:
თეატრი.
მთვარე გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს 20.12-ის 12.48 სთ.დან 22.12-ის 23.19 სთ.მდე
პრობლემურია გული და გულსისხლძარღვთა სისტემა
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხისრქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
19 დეკემბრის 12.48 საათზე
მთვარე გადავა ახალ ზოდიაქოში (ლომში), ასეთ პერიოდს და მთვარეს ეწოდება
,,მიმართულება დაკარგული მთვარე’’ და იწვევს უარყოფით მოვლენებს ზოგადად. 2-3
საათით წინ და შემდეგ აუცილებელია მეტი ყურადღების გამოჩენა, რათა თვითოეული
ჩვენთაგანი არ აღმოვჩნდეთ კრიტიკული პერიოდის მსხვერპლი.
დილის 9-11 საათი სხვა
ასპექტითაც უარყოფითია, მთვარე ვენერას ოპოზიცია იწვევს უხასიათობას, ენერგიის და
ვიტალობის დაქვეითებას, აღნიშნული ზემოქმედება განეიტრალდება დღის13-14 საათიდან.
19 დეკემბრის დღის შემდგომი
პერიოდი ზომიერად დადებითია და შეგვიძლია აქტიურად განვახორციელოთ საქმიანი ჩანაფიქრი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий