суббота, 21 декабря 2013 г.

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი

მთვარის მე-19 დღე 20.12-ის 20.35 სთ.დან 21.12-ის 21.32 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
-
მოქმედება:
დამარცხება.
სახელწოდება:
ობობა, ბადე.

ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა  ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი.  ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:
ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.


მთვარე გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს     20.12-ის 12.48 სთ.დან     22.12-ის 23.19 სთ.მდე
პრობლემურია გული და გულსისხლძარღვთა სისტემა

აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში მშვილდოსნის  და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხისრქის და თევზების  ნიშნებსმაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
21 დეკემბრის ღამის საათები, განსაკუთრებით 5-6 საათის დიაპაზონი პრობლემურია, ემოციების აგრესიაში გადაზრდის საშიშროების გამო.
დილის 8-9 საათიდან დღე რთულია, მაგრამ ზომიერად დადებითი, იმ შემთხვევაში, თუ საქმეს პროფესიონალი შეასრულებს, მოლაპარაკებებისათის დადებითი დღეები დაიწყო მთლიანობაში, მერკური მზის შეერთების გამო.
22 საათიდან, გვიანი საღამო დადებითია, რაც საზოგადოების აქტივობასაც თვალნათლივ შეეტყობა. მაღალი იქნება მასობრივ  ღონისძიებებზე დასწრება.  წარმატებული იქნება შეყვარებული წყვილების შეხვედრა 21 დეკემბრის საღამოს საათებში.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий