მთვარის 27-ე დღე 29.12-ის 4.43 სთ.დან 30.12ის 5.51 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
მოქმედება:
|
ძიება.
|
სახელწოდება:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ჴ ლოთები, ნარკომანები. 27-ე დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ “გაცხრილონ” მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე გაივლის ,,მორიელის’’ ზოდიაქოს 27.12-ის 17.58 სთ.დან 29.12-ის 21.37 სთ.მდე
პრობლემურია შარდ-სასქესო სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თხისრქის და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
29 დეკემბრის ღამის საათები,
კულმინაცია დილის 5-6 საათი, გამოიწვევს რთულ და აუხსნელ პესიმისტურ მდგომარეობას
მასობრივად. მსოფლიოს მასშტაბით მოიმატებს
ადამიანების სტიქიით , თუ სხვა მიზეზებით დაზარალების შემთხვევები,
გართულდება ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. (მთვარე სატურნის შეერთება
მორიელისზოდიაქოში).
დილის 10 საათთან ახლოს
სახიფათო და ტრავმატიზმის საათია,(მთვარე ურანის პოლუტარაკვადრატი).
აგრეთვე, სუსტად, მაგრამ არესიულია 13-14
საათთან პერიოდი.
ფონის სახით ახლოვდება 29 დეკემბერს მარსი
პლუტონის კვადრატი, რაც, აღნიშნულ დღეებს საზოგადოების მღელვარებით და სხვადასხვა
საშიშროებით ემუქრება. გაგრძელდება ციკლონის კერების წარმოშობა-განვიტარება,
რომელი პროცესიც აქტიურად დაიწყო მარსი
ურანის ოპოზიციის გამო 23-24 დეკემბრიდან.
14 საათის შემდეგ დღე
ზომიერად დადებითია, მაგრამ, მთვარე გადაინაცვლებს
,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოში
21.38 საათზე, რაც აღნიშნულ საათთან ახლოს პერიოდს ისევ მომეტებულად
სახიფატოს გახდის. 28 დეკემბრის საღამო არ
არის მასობრივი შეკრებებისათვის მისაღები პერიოდი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий