понедельник, 30 декабря 2013 г.

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი.

მთვარის 28- დღე 30.12-ის 5.51 სთ.დან 31.12-ის 6.56 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო:
ლოტოსი.
მოქმედება:
წყალობა.
სახელწოდება:
ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს მიწიერი საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:
იდეალები, სანთელი.

მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს        29.12-ის 21.37 სთ.დან  31.12-ის 22.01 სთ.მდე
მომატებულია უბედური შემთხვევების სტატისტიკა.  პრობლემურია ღვიძლი, ფილტვები და ნერვული სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ ვერძის  და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის  და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
მარსი პლუტონის კვადრატურა მოქმედებს 30-31 დეკემბერს. მსოფლიოს მასშტაბით მოიმატებს  ადამიანების სტიქიით , თუ სხვა მიზეზებით  დაზარალების შემთხვევები, გართულდება ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
30 დეკემბერს(შესაძლოა 31 დეკემბერს) მსოფლიო მასშტაბით გამოცხადდება გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ანდა სტიქიით მომხდარი მძიმე მოვლენები. აღნიშნული კრიტიკული მოულოდნელი სიტუაციებზე ინფორმაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაც გახდება ცნობილი აღნიშნულ პერიოდში.
ღამის საათებში, 3-4საათზე, დილის 6 საათამდე მოქმედებს მთვარე ნეპტუნისკვადრატურა, რაც გამოიწვევს მეტ გაუთვალისწინებელ ნეგატიურ მოვლენებს,  გახშირდება მომწამლავლები, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. სახეზე იქნება სევდის და უიმედობის განცდა ზოგადად. მოსალოდნელია ქურდობის, ფარული დანაკარგების სტატისტიკის ზრდა.

30დეკემბრის დილის 7-8 საათიდან დღე დადებითია, განსაკუთრებით წარმატებულია 12-14 საათის დიაპაზონი, ბევრი ადამიანისათვის გასულდ ღეებში დაგროვილი პრობლემები გადაწყდება დადებითად..  მოულოდნელი წარმატება  და წინსვლა განხორციელდება მთვარე ურანის ტრიგონის ზემოქმედებით.
ასევე წარმატებულია15-17 საათის დიაპაზონი. საღამო ზომიერად დადებითია.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий