понедельник, 30 декабря 2013 г.

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი.

მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2014 წელს, სიუხვეს და ბედნიერებას გისურვებთ!!!

მთვარის 29- ღე 31.12-ის 6.56 სთ.დან 1.01.2014წ.-ის 7.56 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არა
მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს        29.12-ის 21.37 სთ.დან  31.12-ის 22.01 სთ.მდე
მომატებულია უბედური შემთხვევების სტატისტიკა.  პრობლემურია ღვიძლი, ფილტვები და ნერვული სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ ვერძის  და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის  და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
მარსი პლუტონის კვადრატურა მოქმედებს 30-31 დეკემბერს. მსოფლიოს მასშტაბით მოიმატებს  ადამიანების სტიქიით , თუ სხვა მიზეზებით  დაზარალების შემთხვევები, გართულდება ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
30 დეკემბერს(შესაძლოა 31 დეკემბერს) მსოფლიო მასშტაბით გამოცხადდება გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ანდა სტიქიით  მომხდარი მძიმე მოვლენები. აღნიშნული კრიტიკული მოულოდნელი სიტუაციებზე ინფორმაცია ადგილობრივი მნიშვნელობისაც გახდება ცნობილი აღნიშნულ პერიოდში.
31 დეკემბერი რთული დღეა.  მაგრამ, დადებითი საათებია 14-15 საათიდან 18-19 საათამდე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий