пятница, 6 декабря 2013 г.

7 დეკემბრის ადტროლოგიური პროგნოზი 2013 წელი.



მთვარის მე-6 დღე 7.12-ის 11.42 სთ.დან 8.12-ის 12.18 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება: ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო: ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება: შეწყალება.
სახელწოდება: პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.

მთვარე გაივლის ,,მერწყულის’’ ზოდიაქოს 6.12-ის 10.53 -სთ.დან 8.12-ის 12.34 სთ.მდე
პრობლემურია ნერვული სისტემა, მიდრეკილებაა გულის წასვლის, ისტერიულობისადმი, ფეხის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისადმი მიდრეკილება. ტრომბოფლებიტების მომატებული სტატისტიკა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.

ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითადდამთავრდება.

მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამშემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
7 დეკემბერი ზომიერად დადებითი დღეა. კრიტიკულია 14 საათიდან, კულმინაცია 16-17 საათთან ახლოს პერიოდი. მთვარე სატურნის კვადრატურა ნებისმიერ სფეროს საქმიანიბაზე დამაბრკოლებლად იმოქმედებს. საღამო ფარდობითად დადებითია.

გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!

პატივისცემით, ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274

Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий