воскресенье, 8 декабря 2013 г.

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 2013 წელი.

                  


მთვარის მე-7 დღე 8.12-ის 12.18 სთ.დან 9.12-ის 12.52 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება: ტყუპების მე-13 და 22-ე გრადუსები.
სიმბოლო: მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება: გამოღვიძება.
სახელწოდება: კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:
სუნთქვა.

მთვარე გაივლის ,,თევზების’’ ზოდიაქოს 8.12-ის 12.34 სთ.დან 10.12-ის 17.05 სთ.მდე.
საშიშროებაა ინფექციური დაავადებების განვითარების. ფეხის ტერფის დაავადებების განვითარება.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კუროს და თხისრქის ზოდიაქოს.

ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ლომის და სასწორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.

თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
8 დეკემბერი არაერთგვაროვანი დღეა. დილადადებითია 10-11 საათამდე.
11 საათიდან 12-13 საათის პერიოდი კრიტიკულია, რადგან მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს და გადადის ,,თევზების’’ნიშანში, გარდამავალ პერიოდებს ეწოდება ,,მიმართულება დაკარგული მთვარის’’ პერიოდი. მოიმატებს ტრავმების დაკატასტროფების ალბათობა აღნიშნულ საათებში.
17 საათთან ახლოს მთვარე ნეპტუნის შეერთება საქმეში გაუთვალისწინებელ ხელის შეშლას გამოიწვევს. ხშირი იქნება სევდისდა უიმედობის გამოვლინებები.
საღამო, და გვიანი საღამო განსაკუთრებით დადებითი იქნება.

გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!

პატივისცემით, ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274

Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant8 dekembris astrologiuri prognozi

Комментариев нет:

Отправить комментарий