понедельник, 13 января 2014 г.

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი,2014 წელი

მთვარის მე-14 დღე 14.01-ის 16.40 სთ.დან 15.01-ის 17.33 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
საყვირი.
მოქმედება:
გამოწვევა.
სახელწოდება:
საყვირი, ხეობა.
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.

მთვარე
 გაივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს         14.01-ის 4.25 სთ.დან  16.01 -ის 17.00 სთ.მდე.
პრობლემურია საჭმლის მომნელებელი სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ  რიგში  კირჩხიბის   და  მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის  და კუროს  ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის  და ღხის რქის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ტყუპების  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის  და ვერძის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
14 იანვარი დადებითი დღეა.
ღამის 4.25 საათზე მთვარე გადადის კირჩხუიბის ზოდიაქოში,ყოველთვისდაძაბულია მთვარის გადაკვეთა ზოდიაქოს საზღვრის, შესაბამისად, საჭიროა მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ ახლოს პერიოდში აღნიშნულ საათთნ.
დილის საათები დადებითია , განსაკუთრებით 10-114 საათის დიაპაზონი. აგღეთვე, დღის შემდგომი ნაწილი დადებითია.
შედარებითპრობლემურია 22-23 საათთან ახლოს 2-4 საათის დიაპაზონი. მთვარე ურანის კვადრატურა, დენთან, ტექნიკასთან პრობლემები, პრობლემები ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუაობაში. შესაძლოა,  ასაფეთქებელი, სწრაფაალებადი ნივთიერებების აფეთქების შემთხვევების, ხანძრის და ელექტროტრავმის სტატისტიკის გაზრდა. ავტო ავარიების გახშირება. ცეცხლსასროლი იარაღით უბედური შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით, ასევე,  საქართველოს ტერიტორიაზე.
15 იანვრის დილის 9.06 საათზე მთვარე იუპიტერის ძლიერ დადებითი შეერთება მთლიანად ამ 2 დღეს ხდის ძლიერ საქმიანს და გამართლებულს საზოგადიებისათვის. აღნიშნული ასპექტის კეთილისმყოფელი გავლენა უკვე 14 იანვრის 13-14 საათიდან იქნებასაგრძნიბი, 15 იანვრის თითქმის 18-20 საათამდე,

(ყოველთვის, როდესაც გვინდა აღნიშნული საათების ზემოქმედება ეფექტურად გავითვალისწინოთ,  მსოფლიოს სხვარეგიონებისათვის, საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ პროგნოზში აღნიშნული დრო საქართველოს ადგილობრივი დროა და სხვა რეგიონებისათვის საჭიროა საათის შესაბამისი გადაყვანა თქვენთვის სასურველი ქვეყნის ადგილობრივ დროზე.)

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი




მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий