среда, 15 января 2014 г.

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.


16იანვარს სავსე მთვარეობაა 8.51 სთ. 
მთვარის მე-15 დღე 15.01-ის 17.33 სთ.დან 16.01-ის 18.28 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.


მთვარე
 გაივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს         14.01-ის 4.25 სთ.დან  16.01 -ის 17.00 სთ.მდე.
პრობლემურია საჭმლის მომნელებელი სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ  რიგში  კირჩხიბის   და  მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის  და კუროს  ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის  და ღხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ტყუპების  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის  და ვერძის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
16 იანვრის სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 18-19 იანვრამდე პერიოდს!!! ურთიერთობებში, გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.

15 იანვრის დილის 9.06 საათზე მთვარე იუპიტერის ძლიერ დადებითი  შეერთება მთლიანად  დღეს ხდის ძლიერ საქმიანს და გამართლებულს ნებისმიერი საქმიანობისათვის. აღნიშნული ასპექტის კეთილისმყოფელი გავლენა უკვე 14 იანვრის 13-14 საათიდან იქნება საგრძნიბი, 15 იანვრის თითქმის 18-20 საათამდე, მაგრამ, საქმიან ატმოსფეროს უკვე 15-16 საათისათვის დაემატება აგრესიულობის ელემენტები, მთვარე მარსის კვადრატურა და 17-19 საათს შორის მთვარე ვენერას ოპოზიცია. გვიანი საღამო ზომიერად დადებითია.
ყველაზე მისაღებია, საქმიანობის სიმძიმის ცენტრი გადაიტანოთ დილიდან 15 საათამდე პერიოდში, განსაკუთრებით დილის 8-9 საათიდან 13-14 საათამდე.
 წარმატებული იქნება ახალი საქმის წამოწყება აღნიშნულ საათებში.

(ყოველთვის, როდესაც გვინდა აღნიშნული საათების ზემოქმედება  გავითვალისწინოთ  მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის, საჭიროა   პროგნოზში აღნიშნული  საქართველოს ადგილობრივი დრო გადავიყვანოთ  თქვენთვის სასურველი ქვეყნის ადგილობრივ დროზე.)

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი


მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий