среда, 15 января 2014 г.

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი


მთვარის მე-16 დღე 16.01-ის 18.28 სთ.დან 17.01-ის 19.25 სთ.მდე მოქმედებს.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
მტრედი, პეპელა.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.
სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.
მედიტაცია:
თეთრი ფერი.

მთვარე
 გაივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს         14.01-ის 4.25 სთ.დან  16.01 -ის 17.00 სთ.მდე.
პრობლემურია საჭმლის მომნელებელი სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ  რიგში  კირჩხიბის   და  მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის  და კუროს  ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის  და ღხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ტყუპების  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის  და ვერძის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
16 იანვრის სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 18-19 იანვრამდე პერიოდს!!! ურთიერთობებში, გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.
16 იანვრის დილის 8.51 საათზე ახალმთვარეობაა. მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპიროს განლაგებულია და დედამიწა შუაშია ამ დრის, ერთ წრფეში. თუ შეიძლება ითქვას სავსე მთვარეობა, 29 დღეში ერთხელ პრობლემურს ხდის ცხოვრების პირობებს, გაცილებით მეტია აგრესიულობა, ფსიქიკური გართულებების გამოხატულება, ავადმყოფთა სიტუაციის დამძიმება, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების მიდრეკილების მქონე პიროვნებები უნდა იყვნენ ზედმიწევნით ფრთხილად.
ალკოჰოლის ზემოქმედება ორჯერ გაზრდილია, ორგანიზმის ტოკსიკაცია სწრაფად და მაქსიმალურად ხდება სავსე მტვარის დროს, ამიტომ  ალკოჰოლის მიღება მაქსიმუმამდე უნდა შემცირდეს. როგორც სხვა  ნივთიერებების, მაგალითად ყავის. მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც სავსე მტვარეზე გეგმიურ ოპერაციებს არ ატარებენ, გადაუდებელი შემთხვევების გარდა,შემდგომი გართულების თავიდან აცილების  გამო.
17 საათთან ახლოს მთვარე გადადის ლომის ზოდიაქოში, რაც რამოდენიმე საათს აღნიშნულ პერიოდთან ახლოს, კიდევ პრობლემურს გახდის. მე-16 მთვარის დღის დადგომასთან ერთად, 18.28 საათიდან საღამო დადებითი ზემოქმედების გავლენის ქვეშ იქნება. მაგრამ, როგორც სავსე მთვარის დღე, აღნიშნული სირთულე მაინც დარჩება .

(ყოველთვის, როდესაც გვინდა აღნიშნული საათების ზემოქმედება  გავითვალისწინოთ  მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის, საჭიროა   პროგნოზში აღნიშნული  საქართველოს ადგილობრივი დრო გადავიყვანოთ  თქვენთვის სასურველი ქვეყნის ადგილობრივ დროზე.)

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი



მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий