вторник, 28 января 2014 г.

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 27- დღე 28.01-ის 5.36 სთ.დან 29.01-ის 6.32 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-

მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს   28.01-ის 12.04 სთ.დან 30.01-ის 8.33 სთ.მდე
იწვევს მელანქოლიურ, დეპრესიულ მდგომარეობებს, დაქვეითებულია ვიტალურობა, პრობლემურია ხერხემლის, ფეხების, საერთოდ, საყრდენ მამოძრავებელი აპარატი.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლომონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, ახალ მთარესტან ახლოს პერიოდი, საზოგადოდ მომატებულიიქნება აპატიური,დეპრესიული მდგომარეობები, გადამეტებული ემოციების გამო ურთიერთობის დაძაბვა პარტნიორებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, 2-3თებერვლამდე თავი შეიკავოთ ნებისმიერი დაპირისპირებისაგან დარაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ ალკოჰოლი. 31 იანვრის ღამის საათებში იქნება ახალმთვარობის დადგომა.
28 იანვარი რთული დღეა, დილის 9 საათთან ახლოსპერიოდი დაძაბული იქნება ზოგადად ფსიქიკა, მთვარე გადადის ახალ, თხისრქის ზოდიაქოში. ასეთ მთვარეს ,,მიმართულება დაკარგილ მთვარეს’’ ვუწოდებთ ასტროლოგიაში. მოიმატებს კონფლიქტურობადა ტრავმების , კატასტროფების სტატისტიკა გაიზრდება მსიფლიო მასშტაბით.
შემდეგი დღის მონაკვეთი დადებითია , იმ შემთხვევაში, თუ საქმე პროფესიონალის ხელში იქნება.
გვიან საღამოს, 24 საათთან ახლოს,29იანვრის ღამის2-4 სთ. მდე პერიოდში მოსალოდნელია ელექტრო და ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუშაობაში გაუთვალისწინებელი ხარვეზები, აგრეთვე ასაფეთქებელი ნივთიერებებით, აფეთქებებით, ტერაქტებით,  ხანძრით, ცეცხლსასროლი იარაღით, ანდა სტიქიური ანომალიებით ადამიანების მსხვერპლი, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური ყურდღება გამოვიჩინოთ აღნიშნულ საათებში.(მთვარეურანისკვადრატურა).




პატივისცემით
 ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ
: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий