среда, 29 января 2014 г.

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი

მთვარის 28- დღე 29.01-ის 6.32სთ.დან 30.01-ის 7.22 სთ,მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო:
ლოტოსი.
მოქმედება:
წყალობა.
სახელწოდება:
ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს მიწიერი საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:
იდეალები, სანთელი.


მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს   28.01-ის 12.04 სთ.დან 30.01-ის 8.33 სთ.მდე
იწვევს მელანქოლიურ, დეპრესიულ მდგომარეობებს, დაქვეითებულია ვიტალურობა, პრობლემურია ხერხემლის, ფეხების, საერთოდ, საყრდენ მამოძრავებელი აპარატი.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლომონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, ახალ მთარესტან ახლოს პერიოდი, საზოგადოდ მომატებულიიქნება აპატიური,დეპრესიული მდგომარეობები, გადამეტებული ემოციების გამო ურთიერთობის დაძაბვა პარტნიორებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, 2-3თებერვლამდე თავი შეიკავოთ ნებისმიერი დაპირისპირებისაგან დარაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ ალკოჰოლი. 31 იანვრის ღამის საათებში იქნება ახალმთვარობის დადგომა.
29 იანვრის დილის საათები დადებითია, სიყვარულის და შემოქმედებითი განწყობის საზოგადო განწყობა იმოქმედებს ღამის საათებიდან დილის 8-10 საათის დიაპაზონში.
დღის დანარჩენი მონაკვეთი ზომიერად დადებითია.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий