მთვარის მე-17 დღე 16.02-ის 20.12სთ.დან 17.02-ის 21.12სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ზარი,
ყურძნის
მტევანი.
|
|
მოქმედება:
|
ექსტაზი.
|
|
სახელწოდება:
|
ზარი,
ყურძნის
მტევანი.
|
ამ
დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული
ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური
ზეგავლენა:
-
სოციალური
ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.
მთვარე გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს 15.02-ის
11.25 სთ.დან 17.02-ის 22.22 სთ.მდე
პრობლემურია
ნაწლავური სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხისრქის და კუროს ნიშნით
დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვეძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვეძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
15
თებერვალს 3.52 საათზე სრული სავსე მთვარეობაა,
სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 12 დან 18 თებერვლამდე პერიოდს!!!
ურთიერთობებში გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.
მზე და მთვარე
ერთმანეთის საპირისპიროს განლაგებულია და დედამიწა შუაშია ამ დრის, ერთ
წრფეში. თუ შეიძლება ითქვას სავსე მთვარეობა 29 დღეში ერთხელ
პრობლემურს ხდის ცხოვრების პირობებს, გაცილებით მეტია აგრესიულობა, ფსიქიკური
გართულებების გამოხატულება, ავადმყოფთა სიტუაციის დამძიმება, განსაკუთრებით
გულსისხლძარღვთა დაავადებების მიდრეკილების მქონე პიროვნებები უნდა იყვნენ
ზედმიწევნით ფრთხილად.
ალკოჰოლის ზემოქმედება ორჯერ
გაზრდილია, ორგანიზმის ტოკსიკაცია სწრაფად და მაქსიმალურად ხდება სავსე
მტვარის დროს, ამიტომ, ალკოჰოლის მიღება მაქსიმუმამდე უნდა შემცირდეს.
როგორც სხვა ნივთიერებების, მაგალითად ყავის. მსოფლიოში არის პრაქტიკა,
როდესაც სავსე მტვარეზე გეგმიურ ოპერაციებს არ ატარებენ, გადაუდებელი შემთხვევების
გარდა,შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.
დღის დეტალური პროგნოზი:
მიუხედავად სავსე მთვარის ნეგატიური ზემოქმედების,
რომელიც უკვე შესუსტებულია ფარდობითად, 16 თებერვალი დადებითი დღეა.
დილის საათები,
კულმინაცია 12.00 სთ. მთვარე პლუტონის
ტრიგონი შექმნის საზოგადოების დადებით განწყობას, დღის განმავლობაში გაზრდილი
იქნება მასობრივ ღონისძიებებზე დასწრება,
გაიზრდება კომერციული საქმიანობა. შუადღის შემდეგ, 15-17 საათიდან საღამოს 23.00
საათისათვის მთვარე ვენერას ძლიერი, აპლიკაციური ტრიგონის გამო, სურვილი გაჩნდება სასიყვარულო
შეხვედრების, აგრეთვე წვეულებების გამართვის, შემოქმედებითი პიროვნებებისათვის უნიკალურია
16 და 17 თებერვლის პერიოდი.
აღნიშნული
საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი
სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში
ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ თქვენი ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий