воскресенье, 16 февраля 2014 г.

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი



 მთვარის მე-18 დღე 16.02-is  20.12 sT.dan 17.02-is 21.12 sT.mde moqmedebs.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 25- და მორიელის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
სარკე, ყინული, მაიმუნი.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
სარკე, ყინული, ყინული.
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი მრუდეს, მეორენი სწორს და სუფთას, მესამეთ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი. კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები. 
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია:
თეატრი.
მთვარე გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს  15.02-ის 11.25 სთ.დან 17.02-ის 22.22 სთ.მდე
პრობლემურია ნაწლავური სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თხისრქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვეძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

15 თებერვალს 3.52 საათზე სრული სავსე მთვარეობაა,
 სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 12 დან 18 თებერვლამდე პერიოდს!!! 
ურთიერთობებში გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.
 მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპიროს  განლაგებულია და დედამიწა შუაშია ამ დრის, ერთ წრფეში.  თუ შეიძლება ითქვას სავსე მთვარეობა  29 დღეში ერთხელ პრობლემურს ხდის ცხოვრების პირობებს, გაცილებით მეტია აგრესიულობა, ფსიქიკური გართულებების გამოხატულება, ავადმყოფთა სიტუაციის დამძიმება, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების მიდრეკილების მქონე პიროვნებები უნდა იყვნენ ზედმიწევნით ფრთხილად.
ალკოჰოლის ზემოქმედება ორჯერ გაზრდილია, ორგანიზმის  ტოკსიკაცია სწრაფად და მაქსიმალურად ხდება სავსე მტვარის დროს, ამიტომ,  ალკოჰოლის მიღება მაქსიმუმამდე უნდა შემცირდეს. როგორც სხვა  ნივთიერებების, მაგალითად ყავის. მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც სავსე მტვარეზე გეგმიურ ოპერაციებს არ ატარებენ, გადაუდებელი შემთხვევების გარდა,შემდგომი გართულების თავიდან  აცილების  მიზნით.

დღის დეტალური პროგნოზი:
17 თებერვლის დასაწყისი, ღამის საათები მოცულია მთვარე ვენერასტრიგონის კეთილისმყოფელი გავლენით. შემოქმედებითი აღმავლობა, სიყვარულის ჭეშმარიტი განცდა დამახასიათებელიიქნება ამ პერიოდისათვის.
დღე ზომიერად დადებითია. 17 თებერვლის საღამოს 22საათთან ახლოსპერიოდი დაძაბულია და შედარებით კრიტიკული, მთვარეგადაინაცვლებს ახალ ზოდიაქოში ,,ტყუპებში’’, ასეთი გადანაცვლების დროს მთვარეს ,,მიმართულებადაკარგული’’ მთვარის სახელით მოვიხსენიებთ ასტროლოგიაში, იწვევს უბედორი შემთხვევების სტატისტიკის მატებას.



აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.







პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий