მთვარის მე-20 დღე 18.02-ის 22.12 სთ.დან 19.02-ის 23.13 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
|
მოქმედება:
|
ფრენა.
|
სახელწოდება:
|
არწივი, მუზა.
|
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური
ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური
ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა,
ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე გაივლის ,,სასწორის’’ ზოდიაქოს 17.02-ის 22.22 სთ.დან
20.02-ის 7.33 სთ.მდე
პრობლემურია
თირკმელები, წელის არე, ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობების შესაძლო გართულებე,
ასევე, გამოხატულება კუჭზე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მერწყულის და ტყუპების ნიშნით
დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
19
თებერვალი რთული დღეა. საერთო ფონი, ზლიერ უარყოფითი იუპიტერ ურანის კვადრატურა გამოიწვევს
საქმის მკვეთრ და მოულოდნელ ჩაშლას , როგორც საერთაშორისო ეკონომიკასადა
პოლიტიკაში, აგრეთვე, საზოგადოების ნებისმიერ სეგმენტში. აღნიშნული ასპექტი თავის კულმინაციას მიაღქევს 28 თებერვალს, ეს არ
გამორიცხავს ამ დრომდე და შემდეგ დღეებში მაქსიმალურ კრიტიკულ გამოვლინებებს.
19
თებერვალს 10.24 საათზე მერკური სატურნის კვადრატი გამოიწვევს უბედურ შემთხვევებზე
გავრცელებული ინფორმაციის გამო სევდას. დაწყებული ღამის საათებიდან მოსალოდნელია
უხასიათობების და რთული ფსიქიკური მდგომარეუბების გამოვლინებას, გახშირდება
სუიციდის სტატისტიკა. დღის 12,20 საათი ერთ- ერთი კულმინაციაა ამდაგვარი
გამოვლინებების..
14-15
საათიდან დღის მეორე ნახევარი მოცულია დაძაბულების მოლაპარაკებებით განმუხტვის
დადებითი ენერგიით. მთვარე მერკურის ტრიგონი 18.20 საათზე, მოლაპარაკებებში გამართლება, ზოგადად, საგრძნობი იქნება ყველასთვის.
საფრთხილოა
კატასტროფების და უბედური შემთხვევებისათვის 20 თებერვლის ღამის 1.15 საათთან ახლოს
პერიოდი, ადამიანების დაზარალება სხეულის დაჭრით, აგრესიის შედეგად.
უახლოესი
დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში.
აღნიშნული
საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი
სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი
ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში
ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий