четверг, 20 февраля 2014 г.

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 21- დღე 19.02-ის 23.13 სთ.დან 21.02-ის 0.16 სთ.მდე მოქმედბს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცხენი.
მოქმედება:
ამაღლება.
სახელწოდება:
ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21- დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:
სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.

მთვარე გაივლის ,,მორიელის’’ ზოდიაქოს    20.02-ის 7.33 სთ.დან 22.02-ის 14.12 სთ.მდე.
პრობლემურია  შარდ-სასქესო სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ღქისრქის და ქალწულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
საფრთხილოა კატასტროფების და უბედური შემთხვევებისათვის 20 თებერვლის ღამის 1.15 საათთან ახლოს პერიოდი, ადამიანების დაზარალება სხეულის დაჭრით, აგრესიის შედეგად. აღნიშნული კრიტიკული პერიოდი გრძელდებსადილის  8.00 სთ.მდე.
დილის  10.22 სთ. თან ახლოს დადებითისაათებია,მთვარე მზის ტრიგონი დადებითად იმოქმედებს  ნებისმიერ საქმიანობაზე.
16.20 საათთან პერიოდიც დადებითი ვიბრაციებითაა მოცული მთვარე ნეპტუნისტრიგონით.
ფაქტიურად, 20 თებერვლის დილის 8 საათიდან დღე  წარმატებულია.

მიუხედავად 20 თებერვლის დღისსაათების დადებითობის, ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის დაწყებას.



აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий