пятница, 21 февраля 2014 г.

21 თებერვლისასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი

მთვარის 22- დღე 21.02-ის 0.16 სთ.დან 22.02-ის 1.19 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება:
სწავლა.
სახელწოდება:
სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
-
მისტიური ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:
წიგნი.

მთვარე გაივლის ,,მორიელის’’ ზოდიაქოს    20.02-ის 7.33 სთ.დან 22.02-ის 14.12 სთ.მდე.
პრობლემურია  შარდ-სასქესო სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ღქისრქის და ქალწულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის დაწყებას.

დღის დეტალური აღწერა:

21 თებერვლის ღამის 3.20 სთ. და ახლოს  საათები დადებითია, საქმეში გამართლების დადებითი პერიოდი გასტანს დღისსაათებშიაც. მოლაპარაკებებში წარმატება აღსანიშნავი იქნება 21 თებერვლისათვის  მთლიანად.
დღის ბოლოს 22 საათისათვის მოსალოდნელია სევდის  მომტანი ინფორმაციის მოსმენა, აგრეთვე ,       მოლაპარაკებების ჩაშლა, ხოლო 22 თებერვლის ღამის 2 საათთან ახლოს გახშირდება დაავადებების გართულების და   უბედურ შემთხვევათა სტატისტიკა.
ფაქტიურად, 21 თებერვალი ზომიერად დადებითია საღამოს 19-20 საათამდე.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий