суббота, 22 февраля 2014 г.

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 23- დღე 22.02-ის 1.19 სთ.დან  23.02-ის  2.22 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 25- და თხის რქის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნიანგი მაკკარა, ნახევრად ნიანგი, ნახევრად თევზი, ნახევრად ფრინველი, ნახევრად გველი, რომელიც ყველაფერს შთანთქავს, ყველაფერს ყლაპავს.
მოქმედება:
საკვების შთანთქმა.
სახელწოდება:
ნიანგი მაკკარა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალურია საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის. კარგია საცხოვრებელის დაცვისათვის, დალაგებისთვის, კეთილმოწყობისათვის. ნეიტრალური  სამოგზაუროდ. ცუდია ქორწინებისათვის.
ეს დღე სიმბოლოა თავგანწირვის, მონანიების, ურთიერთგაგებისა და პატიების. საშიშია რისხვა, ღორმუცელობა. არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა, ქირურგიული ოპერაციები. არ შეიძლება მჯდომარე ტიპის ცხოვრება.
ეს სახლის დაცვის დღეა. უნდა მოხდეს მისი დალაგება და ნაკურთხი წყლით კურთხევა.
ამ დღეს უნდა გაუფრთხილდეთ ხალხის გაღიზიანებულ მასასთან დაპირისპირებას. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ნუ აყვებით შურისძიების ცდუნებას.
ნიანგის დღეს გამორიცხეთ ხორციანი საკვები, სასურველია რძის პროდუქტები: რძე, ხაჭო, ნადუღი, მაწონი, ყველი. კარგია ნიგვზიანი ნამცხვრის გამოცხობა.
მისტიური ზეგავლენა:
მონანიების დღეა. იყენებენ თავდაცვის ყველა ხერხს, მათ შორის მისტიურსაც”. უნდა დაითრგუნოს შიში. უკუნაჩვენებია სექსი, შეიძლება მოყვეს ძალების ვარდნა. მძიმე პერიოდია. ერთ-ერთი დღეა განდიდების. დაკავშირებულია ძალადობასთან, ძველის ნგრევასთან, ძირეულ გარდაქმნასთან. ამ დღეს ადამიანში თავს იჩენს მოხვეჭის ინსტიქტები, დაუოკებელი მადა, ბოდვისკენ მიდრეკილება, ჩხუბისა და ავანტიურებისკენ სწრაფვა. ამ დღის სექსუალური ენერგია აჩანაგებს ჯანმრთელობას. ვამპირებისა და სისხლისმსმელების თარეშის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ უარყოფითია. განსაკუთრებით ხალხის მასებში ტრიალისთვის და საქმიანი კონტაქტებისათვის. ცუდია სასამართლოსთვის, განსაკუთრებით თუ უდანაშაულოს ასამართლებენ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
მძიმე დღეა. დაავადებები ხანგრძლივია. სუსტდება იმუნოსისტემა. ყველა სახის სქესობრივი პრობლემები ამ დღეს იჩენენ თავს. ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. კარგია მასზე გამაჯანსაღებელი პროცუდურების ჩატარება.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს:
ყველა საქმე მიჰყავთ ბოლომდე. ისინი ცხოვრებაში წინ მიდიან როგორც ბულდოზერები. ყველაფერში იჩენენ სიმწიფეს. თუკი ამ ადამიანებს აქვთ აღებული გეზი წმინდა საქმეებისაკენ - მათგან გამოდიან ციური მფარველები, და  ციური ჯალათები, მართლმსაჯულების აღმსრულებლები.
23- დღის დაბადებულებიდან ბევრი სასულიერო პირი ხდება, მაგრამ არა ყველა.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძნელი მისახევდრია სიძუნწე და თავმოყვარეობა სად გადადის გენიალურობასა და სიკეთეში. ბავშვები შესაძლოა დაიბადონ გენეტიკური მუტაციით  დებილები ან არაჩვეულებრივი პიროვნებები. ყველანი ჩათვლიან მათ არა ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. თუმცა შეიძლება მათ ელოდეთ დიდი აღიარება.
მედიტაცია:
ციხესიმაგრეები, საწვრთნელი ბრძოლები.


მთვარე
 გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს     22.02-ის 14.12 სთ.დან 24.02-ის 17.02-სთ.მდე
პრობლემურია  ღვიძლის და ნერვული სისტემის სფერო. გაზრდილია ტრავმატიზმის ალბათობა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს  და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თებზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის დაწყებას.

დღის დეტალური აღწერა:

22 თებერვლის ღამის 2 საათთან ახლოს გახშირდება დაავადებების გართულების და   უბედურ შემთხვევათა სტატისტიკა.
მთლიანობაში მძიმე დღეა, განსაკუთრებით კრიტიკულია 17 საათიდან 21-22 საათის პერიოდი, მთვარე და მზის კვადრატურა გამოიწვევს  ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, საზოგადოების მხრიდან აგრესიულ გამოვლინებებს. გაიზრდება ტრავმებისდა კატასტროფებისსტატისტიკა. მსოფლიო მასშტაბით მოსალოდნელია სტიქიური ანომალიები.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий