მთვარის 25-ე დღე 24.02-ის 3.22სთ.დან 25.02-ის 4.18 სთ.ნდე მოქმედებს
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის
მე-19 და
30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
კუ,
ნიჟარა ორი ჭურჭელი,
ცოცხალი
და მკვდარი წყლებით.
|
|
მოქმედება:
|
წარმოსახვა.
|
|
სახელწოდება:
|
ნიჟარა,
ჭურჭელი, კუ.
|
შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25-ე დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან “წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: “მიზანი ამართლებს საშუალებას” არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.
მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს 22.02-ის 14.12 სთ.დან 24.02-ის 17.02-სთ.მდე
პრობლემურია
ღვიძლის და ნერვული სისტემის სფერო. გაზრდილია ტრავმატიზმის ალბათობა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ნიშნით
დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერ.ად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თებზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერ.ად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თებზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
ზოგადად,
უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ
ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ ურანის კვადრატურა საერთო
მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი
იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი
საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ
პერიოდში.
აღნიშნულ
ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის დაწყებას.
დღის
დეტალური აღწერა:
23-24
თებერვალი მოცულია მზე-ნეპტუნის
შეერთებით. მისტიციზმი, რწმენის მაღალი გამოხატულებები თან ახლავს ამ დღეებს.
ბევრი მორწმუნისათვის ღვთიური გასხივოსნების დღე იქნება. მაგრამ, ვისაც ფსიქიკური
დარღვევები აღენიშნება და მთლიანობაში სწორი სულიერი გზა არ აქვს არჩეული ცხოვრებაში, მათ შესაძლოა ჰქონდეთ ემოციონალური გართულებები, თვით სუიციდის განხორციელებით. ასეთი
ადამიანების ახლობლები ყურადღებით უნდა იყვნენ მათ ქცევებზე. აღნიშნული დღე დადებითი გამოდგება შემოქმედებისათვის.
დღე ზომიერად დადებითია, იმ შემთხვევაში, თუ საქმე
პროფესიონალების ხელში იქნება.
აღნიშნული
საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი
სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი
ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში
ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий