вторник, 25 февраля 2014 г.

25 თებერვლისასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 26- დღე 25.02-ის 4.18 სთ.დან 26.02-ის 5.10 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:
ჭაობი, ბაყაყი.

მოქმედება:
ყბედობა.

სახელწოდება:
ჭაობი, ბაყაყი. ბაყაყი, ისევე როგორც გველი  არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა, რომელსაც არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის, ვინაიდან მას ელის საკუთარი მიღწევეებით ცრუ განდიდების დაუფლება.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26- დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.
მისტიური ზეგავლენა:
მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.
26- დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.
თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.
თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას  ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:   -
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.

მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.

მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს    24.02-ის 17.02-სთ.დან 26.02-ის 18.55 სთ.მდე
პრობლემურია  ფეხების, მუხლების სახსრების პრობლემა, გაზრდილია მელანქოლიისდა დეპრესიის ტენდენციები, აგრეთვე გაციებისაგან გამოცვეული დაავადებებისგახშირებაა მოსალოდნელი. 

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების  და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის დაწყებას.

დღის დეტალური აღწერა:
25 თებერვალი რთული დამძიმე დღე იქნება. ღამისსაათები დადებითია.
(მთვარე ურანის აპლიკაციური კვადრატურა და ერთდროულად მთვარე იუპიტერის ოპოზიცია დილის 11-12 საათს შორის  4-6საათის დიაპაზონში) მოსალოდნელია კატასტროფების მომატება, ავტო და ნებისმიერი სახის ავარიები. გართულდება ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება აღნიშნულ სისტემაში სხვადასხვა სირთულის ავარიების გამო. აგრეთვე ხარვეზებით იმუშავებს ტელესაკომუნიკაციო და კომპიუტერული სისტემები, რაც პრობლეას შექმნის თანამედროვე საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.
15-16 საათიდან დღე ზომიერად დადებითია.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.






პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий