среда, 26 февраля 2014 г.

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 27- დღე 26.02-ის 5.10 სთ.დან 27.02-ის 5.56 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:

-

მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს    24.02-ის 17.02-სთ.დან 26.02-ის 18.55 სთ.მდე
პრობლემურია  ფეხების, მუხლების სახსრების პრობლემა, გაზრდილია მელანქოლიისდა დეპრესიის ტენდენციები, აგრეთვე გაციებისაგან გამოცვეული დაავადებებისგახშირებაა მოსალოდნელი. 

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების  და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა:
26 თებერვლის ღამის და დილის9 საათთან ახლოს პერიოდს დადებითსდა შემოქმედებითს გახდუს მთვარე ვენერას შეერთებს, იგი, ფაქტიურად გრძელდება 13-15 საათამდე, და ზოგადად, თვით საღამომდეც.
შემოქმედების მიდრეკილების მქონე ადამიანებს განაწყობს შექმნის და მოქმედებისათვის ხელოვნებაში, თუნდაც გამოყენებითი ხელოვნების სფეროებში აქტიურობისათვის, აგრეთვე პერიოდია ნაზი და სასიყვარულო გრძნობების გამოხატვის. მომატებული იქნება გართობის და დროსტარების სურვილი. კარგად ჩაივლის გასართობი და შემოქმედებითი ღონისძიებები, რაც კი შესაძლოა დაგეგმილი იყოს. 
აღნიშნული ასპექტი არ გამორიცხავს საკმაოდ მძიმე კატასტროფულ მოვლენებს ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.






პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий