მთვარის 29-ე დღე 28.02-სთ.დან 1.03-ის 7.15 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
პლუტონი. თევზების მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
|
მოქმედება:
|
პანიკა.
|
|
სახელწოდება:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არა
მთვარე გაივლის ,,მერწყულის’’ ზოდიაქოს 26.02-ის 18.55 სთ.დან
28.02-ის 18.52 სთ.მდე
ნერვული დაავადებებს იწვევს. გადაღლისაგან პრობლემები. გულის
წასვლების ალბათობა მომატებულია. მიდრეკილება სისლნაკლულობისადმი. ტერფებზე
ვენების გაფართოება.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ტყუპების და სასწორის ნიშნით
დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხისრქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხისრქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
ზოგადად,
უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ
ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ ურანის კვადრატურა საერთო
მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და
ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი
საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ
პერიოდში.
აღნიშნულ
ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.
დღის
დეტალური აღწერა:
2
თებერვლის ღამის საათები დადებითია, წარმატებული ახროვნების და გონებრივი
მუშაობისათვის. დილის 6.15 საათამდე.
შემდეგი
პერიოდი, დილის 8 საათთან ახლოს საქმეში დაბრკოლების და ფსიქიკური დაძაბულობის
პერიოდია. 12 საათამდე.
14-16 საათს შორის ენერგიის მომატების და
აქტიურობის საათებია. იმდენად კრიტიკული დღეა მთლიანობაში, რომ ასეთი ენერგეტიკული
გააქტიურება ბევრისათვის შესაძლოა კრიტიკული შედეგებით დამთავრდეს, ამიტომ,
შეეცადეთ ნაკლებად იმოგზაუროთ და არ წარმოშვათ დავა და კამათი. დღის განმავლობაში
შეეცადეთ ნაკლებად მოიხმაროთ ალკოჰოლი.
მარსი
გადადის რეტროგრადულ მდგომარეობაში, მოძრაობის მიმარტულებას იცვლის 20.30 საათზე,
რაც საკმაო დროს, თითქმის ერთ დღეს და მეტ პერიოდს წინ და უკან, ძლიერ ხიფათიანს
ხდის. ტრავმების და აგრესიის მომატება, ხანძრის დიდი ალნათობა და სტიქიური
ანომალიებია მოსალოდნელი მსოფლიო მასშტაბით.
აღნიშნული
საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი
სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი
ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში
ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ
ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий