суббота, 1 марта 2014 г.

1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი

მთვარის 30- დღე 1.03-ის 7.15 სთ.დან 12.00 სთ.მდე მოქმედებს. (ახალიმთვარის დადგომამდე).

სიმბოლური შესატყვისება:
თევზების მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
ოქროს გედი.
მოქმედება:
ცხოვრების სიყვარული.
სახელწოდება:
გედი.
30- დღე ყოველ მთვარის თვეს არა აქვს.
სიყვარულის, პატიების, მონანიების და თვის შედეგების დაჯამების დღე. ხშირად გამოხატულია იმ ბოროტისა და კეთილის თანაბარი რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. დიადი ზომიერების, სრული ჰარნომიის დროა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, არა ხორცეული, არა უხეში. სასურველია მუშაობა ქვაზე. ძაღლის ყეფა  ნიშანია რომ რაღაცა შეცდომა იქნა დაშვებული ცხოვრებისეულ გზაზე, გასულ თვეს.
დასვენების და გულის კუნთის წმენდის დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
შედეგების დაჯამების, თილისმებზე და პრეპარატებზე მუშაობის დროა.
30- დღეს ყურადღებით უნდა გაანალიზდეს განვლილი გზა და უნდა შეეცადოთ ჩამოირეცხოთ ცოდვები. ეს არის მსხვერპლის შეწირვის დღე, ყველაფერი უსარგებლოს მოშორების დრო, სულიერად განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაფერი ეს  დაჯამდეს მზის დაბნელებამდე.
სოციალური ზეგავლენა:
არასაკეთილდღეოა საქმიანი ურთიერთობებისთვის.
ამ დღეს სასურველია დაასრულოთ საქმეები, უცქიროთ, ისწავლოთ სილამაზე, აჩუქოთ ხალხს სიხარული, დაარიგოთ ვალები, გამოიჩინოთ წყალობა. უნდა განწმინდოთ სახლი, კერძოდ თილისმების შეტანით (ნალი).
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ლამაზები, კეთილები, ბრძენები, სიყვარულში ერთგულები არიან. ადრეულ ასაკიდანვე პოულობენ თავიანთ მოწოდებას. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოვლინება სამყაროში მოცემულ დონეზე  შესაძლებელია ისინი დედამიწაზე მეტი არ დაიბადონ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
სიცოცხლეში  თქვენს ბავშვს დასვენება ელის. მას ექნება ისეთი სიბრძნე, რომ ის არ ისურვებს ისაუბროს იმაზე, რაც იციან სამყაროში. გარდა ამისა ამ დღეს ჩასახული ბავშვისთვის დამახასიათებელი იქნება ჰარმონია ქორწინებაში, სიმშვიდე, ის იპოვის თავის იდეალს, იქნება მოწყალე ყველასა და ყველაფრის მიმართ.
მედიტაცია:
ბუნების ჰარმონია.
მთვარის 1-ლი დღე
1.03-ის 12.00 სთ.დან 2.03-ის 7.51 სთ.მდე მოქმედებს.
(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები
სიმბოლო:
მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება:
აზრი.
სახელწოდება:
მანათობელი, სხივი.

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.
მთვარე გაივლის ,,თევზების''’’ ზოდიაქოს   28.02-ის 18.52 სთ.დან 2.03-ის 19.40 სთ.მდე.
  პრობლემურია ტერფების ზონა, ინფექციური დაავადებების გავრცელების ალბათობა მაღალია.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის  და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა:
1 მარტი მთლიანობაში დადებითი დღეა. საერთო, რთული ფონის მიუხედავად, მზე იუპიტერის ტრიგონო შექმნის საქმეში გამართლების საშუალებას.
დილის7სთ.დან  დან 12 საათამდე დიაპაზონი წარმატებულია, 12 საათზე ახალმთვარეობის ზუსტი დადგომა შედარებით რთული გეომაგნიტურობით გამოიხატება,მაგრამ, მთლიანობაში დღე დადებითია.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant



Комментариев нет:

Отправить комментарий