воскресенье, 2 марта 2014 г.

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-2 დღე  2.03-ის 7.51 სთ.დან 3.03-ის 8.26 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის მე-13 და 24- გრადუსები
სიმბოლო:
გზა, პირი
მოქმედება:
მოთხოვნილება
სახელწოდება:
დიდი თევზი, ყბა.
მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:

მოხმარების პროცესი.
მთვარე გაივლის ,,თევზების''’’ ზოდიაქოს   28.02-ის 18.52 სთ.დან 2.03-ის 19.40 სთ.მდე.
  პრობლემურია ტერფების ზონა, ინფექციური დაავადებების გავრცელების ალბათობა მაღალია.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის  და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა:
2 მარტის დღის პირველი ნახევარი ზომიერად დადებითია, მოიმატებს გონიერება, განსჯის უნარი. 15-17 საათიდან საგრძნობი იქნება ვენერა მარსის არაკეთილსასურველი კვადრატურის გავლენა, მოსალოდნელია ამიბდის გაუარესება გვიანი საღამოს საათებში. აღნიშნული პლანეტარული გამოსხივება კრიტიკულად მოქმედებს სასიყვარულო და შემოქმედებით განწყობაზე, დამახასიათებელი იქნება უხასიათობა, სევდა, ნაკლები სურვილი სეირნობის, გართობის და აქტიური დასვენების.
23.25 საათთან ახლოს ყველას ვურჩევ ნაკლებად იმოგზაურონ, 3 მარტიდან გაცილებით დადებითი პლანეტარული ვიბრაციები იქნება, და რაც მთავარია, მორჩება ახალი მთვარის დღეები ,,გეკატის დღეები'' და 3მარტის საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ცაზე გამოჩნდება ,,ნამგალა მთვარე'', რაც ზოგადად, დადებითად იმოქმედებს საზოგადოების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий