понедельник, 3 марта 2014 г.

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-3 დღე  3.03-ის 8.26 სთ.დან 4.03-ის 0.01 სთ.მდე მოქმედებს
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება:
ბრძოლა.
სახელწოდება:
ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:

იარაღი.
მთვარე გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს    2.03-ის 19.40 სთ.მდე.  4.03-ის 23.12 სთ.მდე.
   პრობლემურია თავის არე. მოსალოდნელია უძილობები ანდა, გადამეტებული ძილიანობა. გონებრივიგადაღლა. თვალების დაავადებების გართულება, თვალების გადაღლა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყუპის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის  და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხისრქის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 8 მარტამდე,(კულმინაცია26 თებერვლის13.29 სთ.) პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა:
 3 მარტიდან დამთავრდა ,,გეკატის დღეები'' და  საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ცაზე გამოჩნდება ,,ნამგალა მთვარე'', რაც ზოგადად, დადებითად იმოქმედებს საზოგადოების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
დღე რთულია დაწყებული ღამის საათებიდან მოსალოდნელია კატასტროფების, ტერაქტების მომეტებული სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით. 
13.30 საათთან ახლოს პერიოდი განსაკუთრებით რთულია. (მთვარე ურანის შეერთება და მთვარე იუპიტერის კვადრატურა,,გამშვები მექანიზმის'' როლს შეასრულებს ურანი-იუპიტერის უძლიერესი კრიტიკული კვადრატურის მიერ ნეგატიური მოვლენების განხორციელებისათვის). პრობლემები შეექმნება ნებისმიერ საქმეს, შესაძლოა ტელესაკომუნიკაციო და ელექტრო მომარეგების სფეროში პერიოდული ხარვეზები, კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლა, რაც კატასტროფების მიზეზი გახდება. თავისთავად იგულისხმება, რომ სამოქალაქო სექტორში მიმდინარე საქმეების ხელის შეშლას გამოიწვევს აღნიშნული მოვლენები. 
შედარებით მშვიდობიანია დღის მეორე ნახევარი 16-17 საათის შემდეგ. 


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий