მთვარის მე-4 დღე 4.03-ის 9.01 სთ.დან 5.03-ის 9.37 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და
კეთილს შორის.
|
|
მოქმედება:
|
მეხსიერება.
|
|
სახელწოდება:
|
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.
|
ამ
დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ
ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
მთვარე გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს 2.03-ის 19.40 სთ.მდე. 4.03-ის 23.12 სთ.მდე.
პრობლემურია თავის არე. მოსალოდნელია უძილობები ანდა, გადამეტებული ძილიანობა. გონებრივიგადაღლა. თვალების დაავადებების გართულება, თვალების გადაღლა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყუპის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხისრქის ზოდიაქოსათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყუპის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხისრქის ზოდიაქოსათვის.
ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 11 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8-11 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.
დღის დეტალური აღწერა:
4 მარტი დაძაბული დღეა. დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდი იქნება. ამინდის გაუარესება, ქარი და ნალექის ალბათობა მოიმატებს საღამოს 8-9 საათის დიაპაზონში. მთვარე მარსის ოპოზიცია აგრესიულ ხასიათზე განაწყობს საზოგადოებას. მოიმატებს კატასტროფების, სხეულის დაჭრის ალბათობა აღნიშნულ საათთან ახლოს და მთელი საღამოს განმავლობაში. მთვარე გადადის ვერძიდან კუროს ზოდიაქოში 23 საათთან ახლოს, რაც აგრეთვე კრიტიკულ მოვლენებს განაპირობებს.
4 მარტს უმჯობესია 15-16საათის შემდეგ ნაკლები აქტიურობაგამოიჩინოთ დაარიმგზავროთშორს მანძილზე.
აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий