среда, 5 марта 2014 г.

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის პროგნოზი, 2014 წელი.

მთვარის მე-5 დღე 5.03-ის 9.37 სთ.დან 6.03-ის 10.16 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
მოქმედება:
კვება.
სახელწოდება:
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, Uმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიური ზეგავლენა:
კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა:
იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის აქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია:

საკვები.
მთვარე გაივლის ,,კუროს’’ ზოდიაქოს      4.03-ის 23.12 სთ.დან  7.03-ის 6.37 სთ.მდე 
პრობლემურია ყელის არე, ფარისებრი ჯირყვალი, ტონზილიტის, ფარინგიტის გართულება. თვალის დაავადებები.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ქალწულის და თხისრქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის  და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 11 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8-11 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა: 
5 მარტის ღამის და დილის საათები ძლიერ დაძაბულია, შესაძლოა კატასტროფების მკვეთრი მომატებული სტატისტიკა, საზოგადოების ფსიქოლოგიური დაძაბულობა მომატებული იქნება.  დღის მეორე ნახევარი შედარებით დადებითია, ხოლო საღამოს 20საათის შემდეგ 23 საათთან ახლოს პერიოდი აღინიშნება დადებითი სიტუაციებით. 
6 მარტს იუპიტერი იცვლის მიმართულებას და დარეტროგრადული მოძრაობიდან გადადის დირექტულ, დადებითი მიმართულების მოძრაობაზე. აღნიშნული მოვლენა შეიცავს, გარდამავალ დროს კრიტიკულ ვიბრაციებს, (სტაციონარული მდგომარეობა), რაც 7 -8 მარტამდე პერიოდს კიდევ დაძაბულს ხდის.
აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий