пятница, 21 марта 2014 г.

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2014 წელი

მთვარის 21- დღე 22.03-ის0.15 სთ.დან 23.03-ის 1.15 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცხენი.
მოქმედება:
ამაღლება.
სახელწოდება:
ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21- დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:
სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.

მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს     21.03-ის 19.39 სთ.დან 24.03-ის 00.03 სთ.მდე.
 პრობლემურია  ღვიძლის და ნერვული სისტემის სფერო. გაზრდილია ტრავმატიზმის ალბათობა.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს  და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხისრქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების   და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.20.03-ის 20.57 სთ.ზე. 20.04-ის 7.55 სთ.მდე.მოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში მოიმატებს აგრესიის გამოხატულება, კატასტროფების და თავის არის როგორც ტრავმების, ასევე, დაავადებების ალბათობა.
ვერძის პერიოდში  ძველის ნგრევის და ახლის დაწყების სურვილი ჩნდება, მაგრამ 2014 წლის აპრილი მთლიანად ისეთი კრიტიკული პლანეტარული განლაგებების ნაკრებია, რომ არავის ვურჩევ სერიოზული , გრძელვადიანი საქმის წამოწყებას. აგრეთვე, მოსალუდნელია 30 მარტის ახალი მთვარის შემდეგ აპრილის თვე იყოს ძლიერ დაძაბული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ჯანმრთელობის დარღვევის მხრივ.
ვერძის თვე დადებითია ლომის და მშვილდოსნისათვის, ზომიერად დადებითი ტყუპების და მერწყულისათვის, ხოლო კრიტიკულია კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის.
20 მარტი ითვლება  ,,საერთაშორისო ასტროლოგის დღედ'', აგრეთვე, ,,გაზაფხულის ბუნიობის'' დადგომა იგივე რიცხვის 16.57 სთ.ზე, როდესაც მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.


დღის დეტალური აღწერა: 
დადებითიდღეა,  ყველასფეროში საქმე წინსვლას ექვემდებარება.
დილის5-6 საათთან ახლოს კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება მოხდება. მოიმატებს დილის 7-8 საათამდე კამათის ხასიათზე ყოფნა, უთანხმოება. მოლაპარაკებების ჩაშლის ფაქტები დაფიქსირდება.
დღის დანარჩენი პერიოდი დადებითია. განსაკუთრებით დადებითია 16-18 საათისდიაპაზონი, მოულოდნელი დადებითი მოვლენები ყველა მასშტაბის, როგორცპატარა ჯგუფებში, ასევე დიდმასშტაბიანი მოვლენები, და 20 საათის ფარგლებში მთვარე თეთრი მთვარის, სელენას შეერთებაში კეთილისმყოფელად იმოქმედებს ყველაზე. 
22-23 საათისათვის მთვარე ვენერას სექსტილ იშემოქმედების და სიყვარულისათვის განაწყობს საზოგადოებას, მოიმატებს 16-17 საათიდან გვიან საღამომდე შემოქმედებით და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. შეყვარებულ წყვილთა შეხვედრები სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაივლის.



აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий