воскресенье, 23 марта 2014 г.

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2014 წელი.

მთვარის 22- დღე 23.03-ის 1,15 სთ.დან 24.03-ის 2.12 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება:
სწავლა.
სახელწოდება:
სპილო, წიგნი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
-
მისტიური ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:

წიგნი.
მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს     21.03-ის 19.39 სთ.დან 24.03-ის 00.03 სთ.მდე.
 პრობლემურია  ღვიძლის და ნერვული სისტემის სფერო. გაზრდილია ტრავმატიზმის ალბათობა.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს  და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხისრქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების   და ქალწულის ზოდიაქოსათვის.

მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.20.03-ის 20.57 სთ.ზე. 20.04-ის 7.55 სთ.მდე.მოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში მოიმატებს აგრესიის გამოხატულება, კატასტროფების და თავის არის როგორც ტრავმების, ასევე, დაავადებების ალბათობა.
ვერძის პერიოდში  ძველის ნგრევის და ახლის დაწყების სურვილი ჩნდება, მაგრამ 2014 წლის აპრილი მთლიანად ისეთი კრიტიკული პლანეტარული განლაგებების ნაკრებია, რომ არავის ვურჩევ სერიოზული , გრძელვადიანი საქმის წამოწყებას. აგრეთვე, მოსალუდნელია 30 მარტის ახალი მთვარის შემდეგ აპრილის თვე იყოს ძლიერ დაძაბული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ჯანმრთელობის დარღვევის მხრივ.
ვერძის თვე დადებითია ლომის და მშვილდოსნისათვის, ზომიერად დადებითი ტყუპების და მერწყულისათვის, ხოლო კრიტიკულია კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის.
20 მარტი ითვლება  ,,საერთაშორისო ასტროლოგის დღედ'', აგრეთვე, ,,გაზაფხულის ბუნიობის'' დადგომა იგივე რიცხვის 16.57 სთ.ზე, როდესაც მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.


დღის დეტალური აღწერა: 
23 მარტი  ზომიერად დადებითია. საღამოს 19 საათიდან 23 საათთან ახლოს პერიოდი დადებითია. (მთვარე რახუს სექსტილი).


*აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий