მთვარის მე-19 დღე 22.07-ის 21.57 სთ.დან 23.07-ის 22.32 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
-
|
მოქმედება:
|
დამარცხება.
|
სახელწოდება:
|
ობობა,
ბადე.
|
ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა ჴ დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ჴ ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი. ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:
ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.
მთვარე იმყოფება ,, თევზების '' ზოდიაქოში 22.07-ის 12.35 სთ.დან 24.07-ის 16.33 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხისრქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხისრქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.
22 07-ის 13.30 სთ.დან 22.08-ის 20.44 სთ.მდე მზე იმყოფება ,,ლომის '' ზოდიაქოში.
ეს პერიოდი წარმატებული იქნება მსვილდოსნის და ვერძის ნიშნებისათვის, ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლებს.
კრიტიკული იქნებაეს პერიოდი მორიელის და კუროსზოდიაქოს ნიშნებისათვის. დანარჩენი ზოდიაქოებისათვის მხოლოდ მზის მდებარეობით პროგნოზი ნაკლებეფექტური იქნება.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 23 ივლისი საქმეში წინსვლისათვის რთული დღეა. დილის 8 საათთან სხლოს მთვარის და პლანეტა ნეპტუნის შეერთება გამოიწვევს ფარულ, გაუთვალისწინებელ ნეგატიურ მოვლენებს. ღამის საათებიდან გაზრდილი იქნება ნივთების დაკარგვის, აგრეთვე ქურდობის სტატისტიკა. მოსალოდნელის საკვებით, ანდა სხვა სახის ორგანიზმის მოწამვლა. მოიმატებს მელანქოლიის და გაურკვეველი შიშის განცდები. დღის11-12 საათიდან დღე ნეიტრალური იქნება, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ მთვარის დღის ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий