суббота, 23 июля 2016 г.

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2016 წელი.


მთვარის მე-20 დღე  23.07-ის 22.32 სთ.დან   24.07-ის 23.07 სთ.მდე.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა  ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში  არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:

ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,, თევზების '' ზოდიაქოში      22.07-ის 12.35 სთ.დან 24.07-ის 16.33 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  კირჩხიბის   და  მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კუროს და თხისრქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და  სასწორის   ნიშნებს.
თევზების    და  ქალწულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის    ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების  და  მშვილდოსნის  ზოდიაქოსათვის.

22 07-ის 13.30 სთ.დან 22.08-ის 20.44  სთ.მდე მზე იმყოფება ,,ლომის '' ზოდიაქოში.
ეს პერიოდი წარმატებული იქნება მსვილდოსნის და ვერძის ნიშნებისათვის, ზომიერი წარმატება ექნებათ სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. 
კრიტიკული  იქნებაეს პერიოდი მორიელის და კუროსზოდიაქოს ნიშნებისათვის. დანარჩენი ზოდიაქოებისათვის მხოლოდ მზის მდებარეობით პროგნოზი ნაკლებეფექტური იქნება.
 დღის დეტალური ასტროლოგიური  პროგნოზი: 24 ივლისი ენერგიული და დადებითი დღეა, განსაკუთრებით,  დღის  მეორე ნახევარი და საღამოს  საათები.
პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий